ძალიან გაუჭირდება ოპოზიციურ პარტიებს ცალ-ცალკე ყოფნით დადონ ის შედეგი, რა შედეგსაც ჩვენი ბოლო კვლევა უჩვენებს, - ამის შესახებ „ედისონ რისერჩის“ მთავარმა მრჩეველმა, ნინო ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.
ნინო ჯაფარიძის თქმით, უდიდესი შანსია, რომ „ქართული ოცნება“ გახდეს უმცირესობაში მყოფი პარტია, თუმცა ამისთვის საჭიროა, რომ ოპოზიცია გაერთიანდეს და ასევე, აქტიურად იმუშაონ ამომრეველთან.
„ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ კამპანიას ჩაატარებენ ოპოზიციის წარმომადგენლები. გაგრძელებენ სხვლას ნაწილ-ნაწილ დაქსაქსულები? - გამსხვილება მოხდა, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ასე, რამდენიმე ბლოკად თუ დარჩნენ, არსებულ გარემოში, რაც რა თქმა უნდა, ბევრი კომპონენტისგან შედგება, ძალთა თანაფარდობა არ არსებობს, ამ ეტაპზე და ძალიან გაუჭირდება ოპოზიციურ პარტიებს ასე ცალ-ცალკე ყოფნით დადონ ის შედეგი, რა შედეგსაც ჩვენი ბოლო კვლევა უჩვენებს. ერთად თუ იმოქმედეს, თუ მართლა შეხვდნენ ამომრჩეველს, თუ ჩაატარეს სერიოზული კამპანია და აუხსნეს ამომრჩეველს, თუ რატომ არიან მათი ხმის ღირსნი. ფონია ცვლილებისა, რომელიც მოუტანს საქართველოს ახალ მთავრობას, რომელსაც არ დააკომპლექტებს ახლანდელი მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“, გარემო ასეთია, შანსი არის უდიდესი, რომ „ქართული ოცნება“ გახდეს უმცირესობაში მყოფი პარტია, მაგრამ ეს დამოკიდებულია ორ ფაქტზე: გაერთიანდება თუა რა ოპოზიციური ფლანგი და იმუშავებენ თუ არა ყოველდღე ამომრჩეველთან. მესამე ფაქტორი კიდევ ისაა, რომ რომ ხვდებიან ამომრჩეველს, უსმენენ? პასუხობენ? თავის გეგმებს უჩვენებენ, თუ როგორ გააუმჯობესებენ ქვეყანას?“, - განაცხადა ნინო ჯაფარიძემ.
როგორც ნინო ჯაფარიძემ გადაცემა „რეზიუმეში“ აღნიშნა, ოპოზიციურად განწყობილი 10 ამომრჩევლიდან 6 ფიქრობს, რომ ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს.
„ოპოზიციამ უნდა მიაქციოს ყურადღება კვლევის სხვა მიგნებას, ჩვენ ამომრჩეველს ვკითხეთ, რას ისურვებდნენ, ოპოზიციური ფლანგი იყოს გაერთიანებული, ერთიანი კოალიცია, ყველა ერთად, თუ რამდენიმე ბლოკად. კვლევაში, რომელიც „ედისონ რისერჩმა“ აპრილში გააკეთა, 10-დან 6 ადამიანი გვეუბნებოდა, რომ კოალიცია უნდა იყოს ყველა ერთად, პროდასავლური ოპოზიციური პარტიები უნდა გაერთიანდნენ. შარშან ნოემბერში ასე არ ფიქრობდა მოსახლეობა, რეალობა შეიცვალა. ახლა 24 ივლისს დავასრულეთ კვლევა მთელი ქვეყნის მასშტაბით და ახლა ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის 67 პროცენტი ამბობს ამას, რომ კოალიცია უნდა იყოს, აუცილებლად ყველა უნდა გაერთიანდეს. ეს უნდა შეიგნოს ოპოზიციურმა ფლანგმა, უნდა მოუსმინონ ამომრჩეველს“, - განაცხადა ნინო ჯაფარიძემ.