თეა ახვლედიანი საქართველოში ავსტრიის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან თომას მიულმანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მხარეებმა ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება განიხილეს.

„სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესის მიმართ ავსტრიის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

მხარეებმა კიდევ ერთხელ მიმოიხილეს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" განხორციელების მიმდინარეობა, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

სახელმწიფო მინისტრმა ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერისთვის და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება