ბრიტანეთის ახალი ელჩი საქართველოში - იმედი მაქვს, ჩემს წვლილს შევიტან ჩვენს მჭიდრო პარტნიორობაში

ბრიტანეთის ახლად დანიშნული ელჩი გარეტ უორდი, საქართველოში ჩამოსვლამდე რამდენიმე კვირით ადრე, ბოდლის ბიბლიოთეკას ესტუმრა, სადაც უორდროპისეულ კოლექციაში მე-17 საუკუნის ვეფხისტყაოსნის ორი ხელნაწერი ინახება.

გარეტ უორდმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს მოქალაქეებს ქართულ ენაზე მიმართავს.

„მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ გარეტი, დიდი ბრიტანეთის ახალი ელჩი საქართველოში. მალე დავიკავებ ჩემს თანამდებობას თბილისში, მაგრამ ახლა ვიმყოფები ოქსფორდში, ბოდლის ბიბლიოთეკასთან ახლოს, სადაც ინახება საქართველოს გარეთ ყველაზე დიდი ხელნაწერთა კოლექცია. ამ კოლექციამ მოახდინა ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება. აქ ვნახე ორი ხელნაწერი. ეს არის შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ უძველესი ეგზემპლარი და წავიკითხე ამ პოემის ინგლისური თარგმანი, ეს არის საოცარი ეგზემპლარი. საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს ისტორია და კულტურა აერთიანებს და იმედი მაქვს, ჩემს წვლილს შევიტან ჩვენს მჭიდრო პარტნიორობაში“ , - აღნიშნა გარეტ უორდმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს