ჯეიმს ო'ბრაიენი - "ქართულმა ოცნებამ" ჩაწერა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ვალდებულებები კონსტიტუციაში და სხვა მიმართულებით უხვევს, რატომ? გასარკვევად ცოტა რთულია - მათ კლუბების წესების შეცვლის უფლება არ აქვთ, რათა გაწევრიანდნენ

"ქართულმა ოცნებამ" ჩაწერა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ვალდებულებები კონსტიტუციაში და სხვა მიმართულებით უხვევს, რატომ? გასარკვევად ცოტა რთულია - მათ კლუბების წესების შეცვლის უფლება არ აქვთ, რათა გაწევრიანდნენ , - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო'ბრაიენმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოსმენაზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, აშშ-მა ნათელი უნდა გახადოს “ქართული ოცნებისთვის", რომ რეალური შედეგები იქნება.

ამასთან, ო'ბრაიენმა აღნიშნა, რომ აშშ-ს სურს, მხარი დაუჭიროს ყველაფერს, რაც დაეხმარება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს საქართველოში.

"როგორც ჩანს, საქართველოში არიან ელიტები, რომლებიც სხვა ხალხს ეძებენ, ისინი ზურგს აქცევენ ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზას. ამ პარტიამ რეალურად, ჩაწერა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ვალდებულებები კონსტიტუციაში და სხვა მიმართულებით უხვევს. რატომ? გასარკვევად ცოტა რთულია.

ასე რომ, ჩვენ ვცდილობთ, ძალიან ნათელი ვიყოთ იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს და რამდენად მნიშვნელოვანია ეს, ვინაიდან, საქართველო მოითხოვს კლუბებში გაწევრიანებას, რომელთა ერთ-ერთი ნაწილიც ჩვენ ვართ და მეორე, ჩვენი საკვანძო პარტნიორია. მათ ამ კლუბების წესების შეცვლის უფლება არ აქვთ, რათა გაწევრიანდნენ.

ასე რომ, ჩვენ, პირველ რიგში, საქართველოსთვის ჩვენი დახმარების გადახედვის პროცესში ვართ. ძალიან გვინდა, მხარი დავუჭიროთ ყველაფერს, რაც დაეხმარება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს - საპარლამენტო არჩევნები აქვთ, თუმცა ჩვენ ნათელი უნდა გავხადოთ “ქართული ოცნების” პარტიისთვის, რომ რეალური შედეგები იქნება. იქნება დიდი სამხედრო წვრთნების გადადება და გავაგრძელებთ იმის გადახედვას, თუ რას ვაკეთებთ, იმედი მაქვს, რომ ამის სათქმელად შესაძლებლობა შეიქმნება", - განაცხადა მან.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე