გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებს და ევროპელ ექსპორტიორებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებს და ევროპელ ექსპორტიორებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ლურჯი მოცვის დაბინავების, სეზონის მიმდინარეობის, განხორციელებული ექსპორტის მნიშვნელობის საკითხები და კულტურის წარმოების ზრდის შესაძლებლობები განიხილეს.

ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრაზე მინისტრმა სახელმწიფო ხელშემწყობ პროგრამებზე ისაუბრა და ყურადღება პროგრამაზე „დანერგე მომავალი“ გაამახვილა.

„წელს, ლურჯი მოცვის რეკორდული რაოდენობის, 26 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა ქვეყნიდან. ჩვენ პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, დაახლოებით 2700 ჰა მოცვის ბაღის გაშენებას შევუწყვეთ ხელი და ყოველწლიურად, ამ ბაღებიდან მოსავლის მზარდ რაოდენობას ველოდებით. მომავალ წლებში, მოსალოდნელია დაახლოებით 20-25 000 ტონა მოსავლის მიღება. პარალელურად, მნიშვნელოვანია მიღებული პროდუქციის სხვადასხვა ბაზარზე დივერსიფიცირებულად რეალიზაციაში ხელშეწყობა. წელს, 500 ტონა ქართული ლურჯი მოცვი ექსპორტირდა ევროკავშირის ბაზარზე. ჩვენ გვინდა შედეგების გაუმჯობესება. შესაბამისად, სექტორს მომავალშიც მაქსიმალურად დავეხმარებით“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

კომპანიის „Wonderland Farmers“ დამფუძნებელის, აჰმედ აქტაშმის განცხადებით, ქართულ ლურჯ მოცვს წარმოების დიდი პოტენციალი გააჩნია.

„შემიძლია თავისუფლად გითხრათ, რომ მოცვის დაბინავების სეზონმა წარმატებით ჩაიარა. სრულად გამართული იყო ლოგისტიკური მომსახურება. გამოწვევები პრაქტიკულად არ ყოფილა. ჩვენ გვსურს, პირადად გაგიზიაროთ, იმ პოზიტიური გამოხმაურების შესახებ, რაც ქართული მოცვის ევროკავშირის ბაზარზე შეტანამ გამოიწვია. ქართველმა ფერმერებმა არაჩვეულებრივად იმუშავეს. ვფიქრობთ, რომ ქართულ ლურჯ მოცვს წარმოების დიდი პოტენციალი გააჩნია“, - განაცხადა ექსპორტიორმა, კომპანიის „Wonderland Farmers“ დამფუძნებელმა, აჰმედ აქტაშმა.

უწყების განმარტებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ლურჯი მოცვის გადამუშავებისა და წვენის წარმოების ხელშეწყობის, ასევე, შეფუთვის მიმართულებით სახელმწიფო მხარდაჭერის მნიშვნელობის საკითხებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე, თენგიზ ნასარიძე და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია