ილია ვერძაძე - ხაზარაძე-ჯაფარიძის პოლიტიკური ავანტიურის კრახი სახეზეა

თაღლითობით მოპოვებულ შემოსავალს მიჩვეულნი, ამავე გზებით ცდილობენ პოლიტიკაში დივიდენდების მიღებას, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ილია ვერძაძე, ანაკლიის კონსორციუმის საქმესთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს.

მისი თქმით, საარბიტრაჟო სასამართლომ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა.

„ადამიანებს, სადაც არ უნდა იყვნენ და რა საქმითაც არ უნდა იყვნენ დაკავებულნი, ახასიათებთ მოქმედების და მორალის გარკვეული სტილი, ბიზნესი იქნება ეს თუ პოლიტიკა, არ აქვს მნიშვნელობა. მარტივი გზით, ხშირად თაღლითობით მოპოვებულ შემოსავალს მიჩვეულნი, ამავე გზებით ცდილობენ პოლიტიკაში დივიდენტების მიღებას - მარტივად და არაკეთილსინდისიერად. მათთვის სამწუხაროდ, საარბიტრაჟო სასამართლომ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა. როგორ უნდა გძულდეს ქვეყანა, ან ისე ვერ აცნობიერებდე საქციელს, რომ ასეთი ნაბიჯები გადადგა. ვფიქრობ, ამ გუნდში მყოფი პოლიტიკოსები, თუ ასეთები არიან მათ რიგებში, არ უნდა ეცადონ ამ პოლიტიკური ავანტიურის გამართლებას," - აცხადებს ილია ვერძაძე.

აღნიშნულ კომენტარს აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს