22-23 ოქტომბერს, თბილისში, „ტურიზმისა და ბიზნესის საერთაშორისო ფორუმი 2024“ გაიმართება

22-23 ოქტომბერს, თბილისში, „ტურიზმისა და ბიზნესის საერთაშორისო ფორუმი 2024“ გაიმართება, - ამის შესახებ ღონისძიების ორგანიზატორმა, ბასსამ ჯააფარმა საქართველოს დედაქალაქში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შეხვედრაზე ასევე, არაბული ქვეყნებისთვის კარგად ცნობილი ტელეწამყვანი აჰმედ მულა ტალალი იმყოფებოდა, ხოლო ისრაელ-„ჰეზბოლას“ შორის გამწვავებული სიტუაციის გამო, პრესკონფერანციას „ზუმით“ შემოუერთდა არაბულ სამყაროში ყველასთვის საყვარელი ტელესახე ჰიშამ ჰადადი. სწორედ ისინი გაუწევენ პოპულარიზაციას ფორუმსა და საქართველოს.

პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში თბილისს გალფის ქვეყნებიდან 100 საინვესტიციო, საბროკერო და ტურისტული კომპანია ეწვევა, რომლებიც საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს, ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო შესაძლებლობებს და ტურისტულ პოტენციალს ადგილზე გაეცნობიან.

ღონისძიებაზე დაგეგმილია საჯარო გამოსვლები, პანელური დისკუსიები და B2B შეხვედრები. საქართველოს შესახებ ინფორმაციას უცხოელ სტუმრებს შესაბამისი დარგებისა და უწყებების სპეციალისტები გააცნობენ.

„ფორუმს კონკრეტული მიზანი და მოლოდინი აქვს - 100 უცხოური კომპანიის ჩამოყვანა და ამ პლატფორმის დახმარებით, ადგილობრივ და უცხოელ ბიზნესმენებს, მეწარმეებსა და ინვეტორებს შორის ახალი კავშირების დამყარება, ხოლო არსებულის - გაღრმავება. საქართველოსთან მიმართებაში ჩვენი გეგმები ცალსახაა - მეტი არაბული ინვესტიცია საქართველოში.

საქართველო ინვესტირებისთვის მიმზიდველი ქვეყანა რამდენიმე გარემოების გამოა: გამარტივებული სახელმწიფო სერვისები; საინვესტიციო გარემო; საინტერესო და მრავალფეროვანი სექტორები; ქვეყნის პოტენციალი; მეგობრული საზოგადოება; საოცარი ბუნება,“ - აღნიშნა „პრო ვიჟენის“ მფლობელმა და დირექტორმა, ფორუმის ორგანიზატორმა, ბასსამ ჯააფარმა.

ბიზნესფორუმზე მოწვეულ ადგილობრივი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცემათ, ახალი ბიზნესკონტაქტები დაამყარონ და B2B შეხვედრების საშუალებით მოიზიდონ პარტნიორი, ასევე ინვესტიცია ბიზნესის განსავითარებლად ან/და ახალი პროდუქტის შესაქმნელად. პროექტი ნამდვილად შექმნის კომუნიკაციისთვის, იდეების გაცვლისა და ახალი ბიზნესშესაძლებლობებისთვის შესანიშნავ პლატფორმას.

„ტურიზმისა და ბიზნესის საერთაშორისო ფორუმი 2024“-ის ორგანიზატორია კომპანია „პრო ვიჟენი“, რომელიც საქართველოს ცნობადობის ასამაღლებლად წლებია სხვადასხვა ღონისძიებებს მართავს. აღნიშნული ფორუმი პირველად 2022 წლის ნოემბერში ჩატარდა და მაშინ საქართველოს 40 ვლოგერი და 10 საინვესტიციო კომპანია სტუმრობდა. 2023 წელს ღონისძიებამ 40 კაციან ინვესტორთა ჯგუფს უმასპინძლა. მიმდინარე წელს მონაწილეთა რიცხვის გაორმაგება ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც საინვესტიციო და ტურისტული ქვეყნის, მიმზიდველობისა და მნიშვნელობის ზრდას.

(R)

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის