უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ დრონებით განხორციელებული მასიური შეტევა მოიგერია.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, სულ, რუსებმა უკრაინის მიმართულებით Shahed-131/136-ის ტიპის 89 დრონი გაუშვეს.

„ეს უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტევაა. მტერმა ამდენივე დრონი ახალი წლის ღამეს გამოიყენა“, - განაცხადეს უკრაინის საჰაერო ძალებში.

ასევე, უკრაინელებმა ერთი Х-59-ის მართვადი რაკეტა ჩამოაგდეს, რომელიც რუსულმა ძალებმა ნიკოლაევის ოლქის მიმართულებით გაუშვეს.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა