ირაკლი კობახიძე - ერთადერთი ზომა, რაც იმ ორგანიზაციებისთვისაა გათვალისწინებული, რომლებიც „გამჭვირვალობის კანონს“ დაარღვევენ, 25 000-ლარიანი ჯარიმაა, ეს არის და ეს, მორჩა - არავითარი სხვა რისკი არცერთ ორგანიზაციას არ შეექმნება

ვინც არაკეთილსინდისიერად იმოქმედებს და კანონს არ დაემორჩილება, მას დაეკისრება 25 000 ლარიანი ჯარიმა - არავითარი სხვა რისკი არცერთ ორგანიზაციას არ შეექმნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, „თუ არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონით გათვალისწინებულ რეესტრში არ დარეგისტრირდებიან, რა ბედი ეწევათ ორგანიზაციებს“.

კობახიძის მტკიცებით, კანონით ძალიან რბილი ზომებია გათვალისწინებული.

„არაფერი, გამოიწერება ჯარიმა და ეგ არის. თქვენ იცით, რომ ძალიან რბილი ზომებია გათვალისწინებული კანონით. ერთადერთი ზომა არის 25 000 ლარიანი ჯარიმა, ეს არის და ეს, მორჩა, ამით ყველაფერი მთავრდება. არავითარი სხვა რისკი არცერთ ორგანიზაციას არ შეექმნება. ვინც არაკეთილსინდისიერად იმოქმედებს და კანონს არ დაემორჩილება, მას დაეკისრება 25 000 ლარიანი ჯარიმა. შესაბამისად, აქ არავითარი სპეკულაციების საფუძველი არ არსებობს“, - აღნიშნა კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის