ირაკლი ფავლენიშვილი - კობახიძემ და ივანიშვილმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ მათ სურთ საქართველო აზიური ტიპის დიქტატურად აქციონ

ირაკლი კობახიძემ და ბიძინა ივანიშვილმა გუშინ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ მათ სურთ საქართველო აზიური ტიპის დიქტატურად აქციონ, ამიტომაც, იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს ისტორიულ გეზს ღალატობენ, თავიანთი ადგილი 26 ოქტომბერს უნდა მივუჩინოთ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ირანში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ და ბიძინა ივანიშვილმა გუშინ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ მათ სურთ საქართველო აზიური ტიპის დიქტატურად აქციონ, რაც სრულიად ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას, მათ შორის, ჩვენს ისტორიულ პოლიტიკურ დნმ-ში არსებულ მიდრეკილებას და მისწრაფებას დასავლური, ქრისტიანული სამყაროსადმი, რომლის ბუნებრივი ნაწილიც ჩვენ ვართ. ამიტომაც, 26 ოქტომბერს, იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს ისტორიულ გეზს და არჩეულ გზას ღალატობენ, ერთხელ და სამუდამოდ თავისი ადგილი უნდა მივუჩინოთ”, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა, რომლის კომენტარს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე