ირაკლი ფავლენიშვილი - კობახიძემ და ივანიშვილმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ მათ სურთ საქართველო აზიური ტიპის დიქტატურად აქციონ

ირაკლი კობახიძემ და ბიძინა ივანიშვილმა გუშინ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ მათ სურთ საქართველო აზიური ტიპის დიქტატურად აქციონ, ამიტომაც, იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს ისტორიულ გეზს ღალატობენ, თავიანთი ადგილი 26 ოქტომბერს უნდა მივუჩინოთ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ირანში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

„ირაკლი კობახიძემ და ბიძინა ივანიშვილმა გუშინ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ მათ სურთ საქართველო აზიური ტიპის დიქტატურად აქციონ, რაც სრულიად ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას, მათ შორის, ჩვენს ისტორიულ პოლიტიკურ დნმ-ში არსებულ მიდრეკილებას და მისწრაფებას დასავლური, ქრისტიანული სამყაროსადმი, რომლის ბუნებრივი ნაწილიც ჩვენ ვართ. ამიტომაც, 26 ოქტომბერს, იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს ისტორიულ გეზს და არჩეულ გზას ღალატობენ, ერთხელ და სამუდამოდ თავისი ადგილი უნდა მივუჩინოთ”, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა, რომლის კომენტარს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე