ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით შექმნილი სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა

სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის ხელმძღვანელობით, ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით შექმნილი სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, კომისიის წევრებმა განიხილეს საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ იმპლემენტაციის პროცესი. სამთავრობო უწყებათაშორისმა კომისიამ იმსჯელა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხელმისაწვდომი სერვისებისა და პროგრამების შესახებ ერთიანი საინფორმაციო პორტალის შექმნის პროცესზე.

„დღევანდელი კომისიის სხდომა ეძღვნებოდა შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის მიმდინარეობის მიმოხილვას, რომლის ფარგლებშიც შესაბამის დარგობრივ უწყებებთან ერთად ჩვენ ვიმსჯელეთ განხორციელებული საქმიანობის შედეგებზე, იმ სიახლეებსა და განვითარებებზე, რაც უკავშირდება ნდობის აღდგენისა და მშვიდობის მშენებლობის ხელშეწყობის მიზანს. კომისიამ ასევე დეტალურად განიხილა და შეაჯერა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის შემუშავებული ერთიანი საინფორმაციო პორტალის ამოქმედების საკითხი, რაც მიზნად ისახავს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის სამშვიდობო ინიციატივით გახსნილი შესაძლებლობების შესახებ ერთ სივრცეში კონსოლიდირებულ ინფორმაციაზე წვდომის უზრუნველყოფას. მსურს, ვისარგებლო ამ შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა კოლეგას და პარტნიორ ორგანიზაციას, პორტალის შემუშავების პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში არიან საქართველოს სახელმწიფო უწყებების, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლები. სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის წარმომადგენლები.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს