ბექა ოდიშარია - როდის და სად შევცვალეთ საგარეო კურსი? იანუკოვიჩისგან განსხვავებით, როდის განვაცხადეთ, რომ არ გვსურს ევროპაში და გვსურს რუსეთთან? - ვეხვეწებით, ვეაჯებით, ყველა კარს ვამტვრევთ, რომ მოლაპარაკებები გაგვიხსნან!

„ქართული ოცნების" მიმართ აბსოლუტურად უარგუმენტო, თითიდან გამოწოვილი, გაუგებარ საფუძველზე დაყრდნობილი კრიტიკა გვესმის - როდის და სად შევცვალეთ საგარეო კურსი? იანუკოვიჩისგან განსხვავებით, როდის განვაცხადეთ, რომ არ გვსურს ევროპაში და გვსურს რუსეთთან? ვეხვეწებით, ვეაჯებით, ყველა კარს ვამტვრევთ იმისთვის, რომ მოლაპარაკებები გაგვიხსნან! - ეს განცხადება პარლამენტში, "ქართული ოცნების" დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის ჯეიმს ო’ბრაიენის შეფასებების პასუხად გააკეთა.

როგორც ოდიშარიამ აღნიშნა, მას სჯერა, რომ საბოლოოდ საღი აზრი გაიმარჯვებს.

"ჯეიმს ო’ბრაიენს დავეთანხმებოდი: - ნება მათია და სამართლიანიც იქნება, თუ ვინმე კორუფციასა და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაშია გარეული, სანქციები დაუწესდეთ. ამას საზოგადოება ნამდვილად არ გააპროტესტებს, მაგრამ პარლამენტის წევრების მიმართ მუქარა, რომლებიც თავიანთ მოვალეობას ასრულებენ და კანონშემოქმედებითი საქმიანობით არიან დაკავებული, არის ნონსენსი და გაუგებარი.

უკეთესი იქნება ტონი იქნას შეცვლილი და მოგვეპყრონ ისე, როგორც ჩვენ მათ ვეპყრობოდით, როცა ეს საერთაშორისო მისიებში სჭირდებოდათ. ჩვენს გენოფონდს ყოველგვარი პირობების გარეშე ვაგზავნიდით, რომელთა სისხლითაც მორწყულია ნახევარი მსოფლიო.

"ქართული ოცნების" მიმართ აბსოლუტურად უარგუმენტო, თითიდან გამოწოვილი, გაუგებარ საფუძველზე დაყრდნობილი კრიტიკა გვესმის - როდის და სად შევცვალეთ საგარეო კურსი? იანუკოვიჩისგან განსხვავებით, როდის განვაცხადეთ, რომ არ გვსურს ევროპაში და გვსურს რუსეთთან? ვეხვეწებით, ვეაჯებით, ყველა კარს ვამტვრევთ იმისათვის, რომ მოლაპარაკებები გაგვიხსნან, რომელსაც სხვათა შორის კანდიდატის სტატუსისგან განსხვავებით დიდი მნიშვნელობა არა აქვს - მოლაპარაკებებს დღეს გაგვიხსნიან თუ პირდაპირ გაწევრიანების წინა დღეს, ჩვენ პროცესს მაინც მივყვებით.

მჯერა, რომ ევროპა და დასავლეთი არის საღი აზრის გარკვეული სუბსტანცია, საღი აზრი გაიმარჯვებს და მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობები იმძლავრებს.

საქართველო ყველა მიმართულებით უკრაინასა და მოლდოვაზე წინ არის", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს