პაატა მანჯგალაძე - კობახიძე ირანში „ჰამასის“ და „ჰეზბოლას“ ლიდერებთან ერთად იყო - ეს საქართველოსთვის სერიოზული სირცხვილია და დროზე უნდა მოვიშოროთ ეს სამარცხვინო რეჟიმი

კობახიძე ირანში „ჰამასის“ და „ჰეზბოლას“ ლიდერებთან ერთად იყო - ეს საქართველოსთვის სერიოზული სირცხვილია და დროზე უნდა მოვიშოროთ ეს სამარცხვინო რეჟიმი, - ამის შესახებ „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „უნდა ავარჩიოთ „ჰეზბოლა“, „ჰამასი“, ირანი, ვენესუელა არის საქართველოს განვითარების საწინდარი, თუ ამერიკა და ევროპა“.

„რაც უფრო დრო გადის, უფრო და უფრო აფუჭებს „ქართული ოცნება“ ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობებს. არასწორი მეგობრები აირჩიეს. „ჰამასის“ და „ჰეზბოლას“ ლიდერებთან ერთად იყო კობახიძე ირანში. ეს არის ძალიან მძიმე საქართველოს იმიჯისთვის. ეს საქართველოს უქადის კიდევ მეტ იზოლაციას და სიღარიბეს და ჩვენ ერთიანობით, 26 ოქტომბერს უნდა შევცვალოთ ხელისუფლება. ეს არის გამოსავალი. პარტნიორები ჩვენს გასაკეთებელს ვერ გააკეთებენ. ახლა მთავარია ქართველი ხალხის ერთიანობა რეჟიმის ცვლილების საქმეში,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს