„საქართველოს ბანკის“ ბიზნესმობილბანკს ონლაინ მხარდაჭერის ფუნქციონალი დაემატა

„საქართველოს ბანკის“ ბიზნეს მობილბანკი განახლდა და ამიერიდან, ბიზნეს მობილბანკის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, 24/7-ზე ისარგებლონ ონლაინ კონსულტაციით და სასურველი ინფორმაცია ან მხარდაჭერა მიიღონ. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

ბანკის ინფორმაციით, ონლაინ მხარდაჭერის მისაღებად აპლიკაციაში, კონტაქტების გვერდზე, ჩატის ღილაკია ინტეგრირებული. ეს შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, ლაივ რეჟიმით, შეუფერხებლად და ოპერატიულად მიიღოს სასურველ შეკითხვებზე პასუხი.

„საქართველოს ბანკის“ ბიზნეს მობილბანკი 2024 წელს ქვეყანაში საუკეთესოდ აღიარა პრესტიჟულმა გამოცემამ SME Banking Agency. ეს აპლიკაციების მოსახერხებელმა ფუნქციონალებმა, მომხმარებელზე ორიენტირებულმა ინტერფეისმა და სერვისებისა და პროდუქტების მრავალფეროვნებამ განაპირობა. თუმცა, ჩვენ არ ვჩერდებით, მუდმივად ვფიქრობთ, თუ როგორ შეგვიძლია მივანიჭოთ მეტი კომფორტი ჩვენს მომხმარებლებს და შევთავაზოთ სრულფასოვანი სერვისები ციფრული პლატფორმების დახმარებით. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ახალი ფუნქციონალის დამატებაც, რომლის შედეგად ბიზნესები შეძლებენ დროის დაზოგვას და ფინანსური თუ სხვა საკითხების ეფექტიანად მართვას“, - ამბობს „საქართველოს ბანკის“ ციფრული პროდუქტების მფლობელი ანი ქობალია.

მართე ბიზნესი საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკით, გადმოწერე აპლიკაცია, ხოლო თუ ჯერ არ ხარ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენი ანგარიში მარტივად ონლაინ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს