აჭარის მთავრობა - აჭარის მთავრობის სხდომაზე ბათუმში მიმდინარე და დაგეგმილი მასშტაბური პროექტები განიხილეს

აჭარის მთავრობის სხდომაზე ბათუმში მიმდინარე და დაგეგმილი მასშტაბური პროექტები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, აჭარაში ბიუჯეტის ზრდასთან ერთად, პროპორციულად იზრდება ყველა მუნიციპალიტეტის დაფინანსება და ბათუმის დაფინანსება, როგორც მზარდი, დინამიკური ქალაქის, არის ყველაზე დიდი, 200 მლნ ლარზე მეტი.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების პარალელურად არსებობს გამოწვევები, რომელთა აღმოფხვრაზეც მთავრობა აქტიურად მუშაობს.

„იცით რომ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ბათუმში. გვაქვს გამოწვევებიც. ამ მიმართულებითაც აქტიურად ვმუშაობთ მუნიციპალიტეტთან ერთად. ერთ-ერთი დიდი გამოწვევა გახლავთ ავარიული სახლები. ამ მიმართულებით, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პროექტი წარმატებით განხორციელდა. 4 მისამართზე უკვე დასრულდა თანამედროვე საცხოვრებლის მშენებლობა. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს გამაგრებითი სამუშაოები ძველი ამორტიზებული შენობების და უკვე 1000 ზე მეტი ჩვენი თანაქალაქელი, მათი ოჯახი უსაფრთხოს აგრძელებს ცხოვრებას. იცით, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ 3000-ზე მეტი ოჯახისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქალაქის განვითარებასთან ერთად, გამოწვევად იქცა გაზრდილი ნაკადები ქალაქში. შესაბამისად, საცობებმა შექმნა დისკომფორტი, რომელიც რამდენიმე კვირაში შემოვლითი გზის გახსნით მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.

ასევე, ახალ საპარკინგე სივრცეებზე გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად, მთავრობის გადაწყვეტილებით, ბათუმის სტადიონზე არსებული საპარკინგე სივრცე 1000-ზე მეტი ავტომობილისთვის სექტემბრის ბოლომდე უფასოდ იქნება დათმობილი.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს