გია ვოლსკი - აშშ-ში მეგობრები უნდა დავარწმუნოთ, რომ ჩინეთთან ჩვენი თანამშრომლობა არანაირად არ ნიშნავს ალტერნატივას იმასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენი საგარეო კურსი ჰქვია

საქართველოს მართვის სისტემა ყველა საერთაშორისო კომპეტენტური ორგანიზაციის მიერ აღიარებულია და ამ მართვის სისტემის შემქმნელები არანაირად არ იმსახურებენ, რომ სანქციების ქვეშ მოხვდნენ! - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საქართველოსთან დაკავშირებით აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის ჯეიმს ო’ბრაიენის შეფასებების პასუხად განაცხადა.

ვოლსკის მტკიცებით, საქართველო არც ერთი მაჩვენებლით ბევრი ევროპული ქვეყნის მართვის სტანდარტს არ ჩამორჩება - დაწყებული კორუფციის მაჩვენებლით, დასრულებული ადამიანის უფლებების დაცვის საკითხით.

მისივე თქმით, არსებობს სურვილი იმისა, რომ სანქციების თემა არჩევნების წინ მუდმივად დღის წესრიგში იყოს.

"ო' ბრაიენს ჩინურ ინვესტიციებთან დაკავშირებით ვერ დავეთანხმები, რადგან ახლახან კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩასული იყო ჩინეთში, ჩინური მხარის მიწვევით. ისინი სტრატეგიული პარტნიორები 2005 წლიდან არიან, 2018 წლიდან ვითარება დაეძაბათ, მაგრამ ჩასული იყვნენ იმის თაობაზე, რომ ეკონომიკურ-პოლიტიკური ვითარება განაახლონ. ჩინეთში ჩასული იყვნენ ევროპული ქვეყნების ლიდერებიც, მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტი. ასევე, ეკონომიკის მინისტრები შვეიცარიიდან და ფინეთიდან. ჩინეთში ჩასული იყო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - მზადდება უკრაინისა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა. აშშ-ში ჩვენი მეგობრები უნდა დავარწმუნოთ, რომ ჩინეთთან ჩვენი თანამშრომლობა არანაირად არ ნიშნავს ალტერნატივას იმასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენი საგარეო კურსი ჰქვია. ჩინეთისა და საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობები მოწოდებულია იმისაკენ, რომ აზიისა და ევროპის ბაზრები ერთმანეთს უკეთესად დაუკავშირდეს, მით უმეტეს, რომ ჩვენი დერეფანი ერთადერთი ალტერნატიული გზაა.

რაც შეეხება ო' ბრაიენის განცხადებას არჩევნებზე, რასაკვირველია, ამას შეხსენება არ სჭირდება, რადგან სწორედ ამიტომ იყო შემოტანილი ელექტრონული არჩევნები, რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ ფალსიფიცირებას. არჩევნები მაღალ ევროპულ დონეზე ჩატარდება.

"გამჭვირვალეობის შესახებ" კანონზე კი ერთადერთ განცხადებას ველოდებით, მათ შორის ო'ბრაიენისგან - არავითარი პრობლემა გამჭვირვალეობაში არ არსებობს და ქართული საზოგადოება იმას იმსახურებს, რომ ჰქონდეს ინფორმაცია, რა ფული შემოდის და ზუსტად ვიცოდეთ, რა თანხები იხარჯება პროგრამებზე. არასამთავრობო ორგანიზაციები გაჭრილი არიან პოლიტიკურ ველზე და უკვე ლიდერის პოზიციებსაც იკავებენ.

მთავარია, რომელი პოლიტიკაა სწორი - სტაბილურობის გზა, რომელსაც ჩვენ მივყვებით თუ დესტაბილიზაციის, რომელსაც ოპოზიცია გვთავაზობს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს