კახა კალაძე ტატო გრიგალაშვილს ვერცხლის მედალოსნობას ულოცავს

თბილისის მერი კახა კალაძე ტატო გრიგალაშვილს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლის მიღებას ულოცავს.

ქართველო სპორტსმენის წარმატებაზე თბილისის მერმა დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და ოლიმპიადის ყველა მონაწილეს წარმატებები უსურვა.

„გუშინ ოლიმპიადაზე პირველი მედალი მოვიპოვეთ, ვერცხლი. მინდა, ტატო გრიგალაშვილს მივულოცო ეს წარმატება. ცხადია, ყველა ვგულშემატკივრობდით და გვინდოდა, რომ ის ოქროს მედლით დაბრუნებულიყო საქართველოში, თუმცა სპორტია, ხდება. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვერცხლის მედალი ავიღეთ. ვულოცავ ტატოს, ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ წარმატებას. რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობთ ყველა სხვა სპორტსმენსაც. დღეს ჩვენი პარასპორტსმენები გავაცილეთ. გვინდა, მათაც წარმატებები ვუსურვოთ ოლიმპიადაზე“, - განცხადა კახა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს