„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ თბილისში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო და პირველი შეხვედრა სამგორის რაიონში გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, მოსახლეობასთან შეხვედრისას ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ პრობლემებზე, ემიგრაციაზე, არჩევნებში ემიგრანტებისა და ზოგადად მოქალაქეების ჩართულობაზე, საპენსიო სესხებზე, 2024 წლის არჩევნებში საყოველთაო განწყობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

„დავიწყეთ მთელი თბილისის მასშტაბით ჩვენს მოქალაქეებთან შეხვედრები, შევხვდებით ყველას, მივალთ ყველგან. წარმოუდგენელია ის პრობლემები, რასაც ამ ადამიანებისგან ვისმენთ, მაგრამ ასევე წარმოუდგენელია ის მუხტი, რაც მათგან მოდის. აუცილებლად, სწორედ ამ ერთიანობით, ჩვენ ყველა ერთად 26 ოქტომბერს გავიმარჯვებთ და დასრულდება ამ ადამიანების ეს წარმოუდგენელი პრობლემები, რა პრობლემების წინაშეც, „ქართულმა ოცნებამ“ ისინი დააყენა.

ახლა ვიმყოფებით „მოსკოვის გამზირზე“ და შევხვდით უამრავ ჩვენს მოქალაქეს. ,,კარდაკარი“ გაგრძელდება, გაგრძელდება ჩვენს მოქალაქეებთან შეხვედრა, მოვისმენთ მათ პრობლემებს და ჩვენ ყველა ერთად დავასრულებთ ამ პრობლემებს და ერთად გავიმარჯვებთ, ერთად ვიზეიმებთ 27 ოქტომბერს გამარჯვებას და ერთად დავაყენებთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ქალაქს ევროპულ გზაზე“- განაცხადა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, სოფო ჯაფარიძემ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე