ჯაბა სამუშია თსუ-ს ახალგაზრდა მკვლევრებს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია იმ დოქტორანტებს და პოსტდოქტორანტურის საფეხურის სტიპენდიატს შეხვდა, რომლებიც ტეხასის (აშშ) უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, დოქტორანტებმა: ანა ჩოხელმა, გიორგი მინდიაშვილმა, თამარ ტაბატაძემ, გიორგი თაყაძემ, თინათინ ცისკარიძემ და პოსტდოქტორანტურის საფეხურის სტიპენდიატმა თამარ პაპაჩაშვილმა, თსუ-სა და ტეხასის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რვაკვირიანი ინტენსიური ტრენინგები, ტეხასის უნივერსიტეტის ლაბორატორიებსა და კვლევით ცენტრებში გაიარეს. იმუშავეს თავიანთი სადოქტორო დისერტაციების დახვეწაზე, მონაწილეობა მიიღეს ექსპერიმენტებში და დაამყარეს პროფესიული კონტაქტები ადგილობრივ აკადემიურ პერსონალთან.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე თსუ-ს რექტორმა უნივერსიტეტში აკადემიური ასისტენტის თანამდებობაზე დასაქმების შესაძლებლობებზე ისაუბრა და მობილობისა და კვლევის ხელშეწყობის პროგრამის შედეგად შერჩეულ სტიპენდიატებს ამ მიმართულებით დასაქმება შესთავაზა. ჯაბა სამუშიამ არსებული ერთობლივი პროექტის შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე გაამახვილა ყურადღება, რისთვისაც აუცილებლად გაითვალისწინებენ სტიპენდიატთა გამოცდილებას.

„თსუ-სა და ტეხასის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის მიზანია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში და ეკონომიკის მიმართულებით დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მეცნიერების მხარდაჭერა, მათი კვლევითი და აკადემიური უნარების განვითარების ხელშეწყობა.

მიმდინარე წელს თსუ-ს უკვე მეორე კოჰორტა ჰყავს ტეხასის უნივერსიტეტში. მობილობის პროგრამა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტეხასის უნივერსიტეტის პარტნიორობით ხორციელდება და საქართველოში კვლევითი პოტენციალის გაძლიერებას ითვალისწინებს. აღნიშნული პროგრამით გასულ წელს ექვსმა სტუდენტმა ისარგებლა, ყველა მათგანი სადოქტორო საფეხურზე, სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებით სწავლობს“ , - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს