ბექა ოდიშარია - თითქოს აშშ-ის დახმარება მთავრობას სახლში მიჰქონდა, ნებისმიერი ცენტი ხალხს ხმარდებოდა, განსხვავებით ფულადი ნაკადებისგან, რომელსაც ავაზაკი NGO-ები სახლში მიარბენინებენ - ქართველი კაცი მადლიერია, მაგრამ დაყვედრებული არავისი არაფერი უნდა

იკვეთება არაჯანსაღი ინტერესი საქართველოს მიმართ და მერწმუნეთ, 95 მილიონი იქნება თუ სხვა პირობები, ისევე ჩაცხრება, როგორც მაისის თოვლი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც აშშ-ის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონზე მეტი დოლარის პირდაპირი დახმარების შეჩერების შესახებ.

მისი თქმით, ნებისმიერი ცენტი, რომელიც მოემართებოდა საქართველოს ხელისუფლებისაკენ, ბუნებრივია, ქართველ ხალხს ხმარდებოდა.

„დასანანია და გულდასაწყვეტია, რომ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ასეთი ტიპისა და შინაარსის განცხადებას ავრცელებს. მისი განცხადებით, უწყვეტს საქართველოს მთავრობას პირდაპირ დახმარებას, 95 მილიონს, თითქოს ეს დახმარება საქართველოს მთავრობას სახლში მიქონდა ან „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ერთმანეთში ინაწილებდა. ნებისმიერი ცენტი, რომელიც მოემართებოდა საქართველოს ხელისუფლებისაკენ, ბუნებრივია, ქართველ ხალხს ხმარდებოდა, განსხვავებით იმ ფულადი ნაკადებისგან, რომელსაც ავაზაკი NGO-ები სახლში მიარბენინებენ ან იყენებენ „ლგბტქ“ პროპაგანდისთვის და რევოლუციების მოწყობისათვის.

მე მინდა ვუთხრა ჩვენს პარტნიორებს, ასეთი ტიპის განცხადებები არ ჯდება პარტნიორული ურთიერთობების, მეგობრობის ჩარჩოებში. ზოგადად ქართველ ერს მადლიერება ახასიათებს, მაგრამ, ასევე, მათ უნდა შეწყვიტონ მსჯელობა ქართველი ხალხის ზნისა და ჩვეულებების შესახებ ლომჯარია-გიგაურის დუეტისა და მათნაირი ადამიანების მიხედვით. ჯობია ქართველ ხალხზე იმსჯელონ ქართველი ხალხის მიხედვით. ქართველი კაცი მადლიერია, მაგრამ დაყვედრებული არავისი არაფერი უნდა. ეს უნდა იცოდნენ. ეს გამონათქვამი ხალხურია და ძალიან მიღებულია.

ასევე, ის 6.5 მილიარდი, რომელიც წამოგვაძახესავით, ამდენი თანხა ბიძინა ივანიშვილს 30 წლის განმავლობაში უანგაროდ აქვს გაცემული ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ, მაგრამ ერთხელაც არ დასცდენია დაყვედრება ქართველი ხალხის მიმართ. ერთმა კაცმა თუ ეს შეძლო და კრინტი არ დაუძრავს ამხელა ქველმოქმედებაზე... ამხელა ქვეყანა, სტრატეგიულ პარტნიორად გვაღიარებს, გვეხმარებოდა ჯარის გაძლიერებაში და ეს რას ემსახურებოდა? რუსეთის შეკავებას, „წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამა ამ ფაბულით იყო გაშლილი და ერთი მითხარით, ასეთი მეგობრული ჟესტი რა არის? გავიდა რუსეთის არმია და ხიფათი მოეხსნა ქართველ ხალხს? თუ „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ჯიბრის გამო ქართველ ხალხს ფარი მოუხსნეს?“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მადლიერია ამერიკელი გადასახადის გადამხდელების, მაგრამ „ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთს", ეს გამოთქმა სუვერენულ სახელმწიფოსთან არ არის თავსებადი.

„ეს წლები ჩვენ გვაქვს პირობების, საფეხურების, გამოცდების, არ დასრულდა ჩვენი აბიტურიენტობა ამ პროცესში. „ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთს“, ეს გამოთქმა სუვერენულ სახელმწიფოსთან არ არის თავსებადი. საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მადლიერები ვართ, ეს არ არის ამერიკის ხელისუფლების მიერ გენერირებული ფული, ეს არის გადასახადის გადამხდელთა ფული. ისევე, როგორც ამ ფულს ქართული ხელისუფლება კი არ მოიხმარს, მოიხმარს ქართველი ხალხი. განსხვავებით NGO-სთვის გამოყოფილი საოცარი ნაკადების, რომელსაც პირდაპირ „ხაფავენ" და მავნებლობისათვის იყენებენ“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო