პრეზიდენტი - ლაშა ბექაურმა გვაჩვენა, რას ნიშნავს ბოლომდე ბრძოლა, ენერგიის სრული მობილიზება, გამარჯვების შინაგანი რწმენა - ქართველს ეს შეუძლია, საქართველოს ეს შეუძლია, ჩვენი ოქრო და განძი ესაა

ლაშა ბექაურმა გვაჩვენა, რას ნიშნავს ბოლომდე ბრძოლა - ქართველს ეს შეუძლია, საქართველოს ეს შეუძლია, ჩვენი ოქრო და განძი ესაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს და ეხმაურება ლაშა ბექაურის მიერ ოლიმპიური ოქროს დაუფლებას.

"არც სიტყვები, არც ხმა, არც ემოციები დაგვრჩენია, მხოლოდ მადლიერების განცდა და გამოხატვა თუ შეგვიძლია! გვაჩვენა, რას ნიშნავს ბოლომდე ბრძოლა, ენერგიის სრული მობილიზება, და გამარჯვების შინაგანი რწმენა! ქართველს ეს შეუძლია, საქართველოს ეს შეუძლია, ჩვენი ოქრო და განძი ესაა!",-წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

ლაშა ბექაურმა პარიზის ოლიმპიადაზე, ფინალში იაპონელი მეტოქე სანშირო მურაო დაამარცხა და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ამ გამარჯვებით ბექაურმა საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა. ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრებს 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ორი მედალი აქვს - ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი. საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი