ბენ კარდინი - ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობისთვის უცხოური დახმარების უმეტესი ნაწილი შეაჩეროს, ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზიაზე აუცილებელ პასუხს წარმოადგენს

დახმარების შეჩერება, რომელსაც ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის სარგებელი მოაქვს, ქართველი ხალხისა და მისი დემოკრატიული მისწრაფებების მხარდასაჭერად ჩვენი ქვეყნის მტკიცე ერთგულებაზე მეტყველებს, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, ბენ კარდინი აცხადებს.

ამერიკელი სენატორი და აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, ბენ კარდინი აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონზე მეტი დოლარის პირდაპირი დახმარების შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობისთვის უცხოური დახმარების უმეტესი ნაწილი შეაჩეროს, ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების მიმდინარე ეროზიაზე მნიშვნელოვან და აუცილებელ პასუხს წარმოადგენს. საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებები, განსაკუთრებით რუსული სტილის უცხოური აგენტების შესახებ კანონის ამოქმედება, სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე პირდაპირ თავდასხმას წარმოადგენს. ასეთი ზომები არსებითად ეწინააღმდეგება ევროატლანტიკურ მომავალს, რომელსაც ქართველი ხალხი ითხოვს და იმსახურებს“, - აცხადებს ბენ კარდინი.

სენატორის თქმით, დემოკრატიისა და თავისუფლების საერთო ღირებულებები განხილვას არ ექვემდებარება.

„საქართველოს კანონმა უცხოური აგენტების შესახებ და მშვიდობიანი დემონსტრანტების შემდგომმა დარბევამ საგანგაშო დემოკრატიული უკუსვლის მკვეთრი სურათი დახატა. დახმარების შეჩერება, რომელსაც ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის სარგებელი მოაქვს, ქართველი ხალხისა და მისი დემოკრატიული მისწრაფებების მხარდასაჭერად ჩვენი ქვეყნის მტკიცე ერთგულებაზე მეტყველებს. დემოკრატიისა და თავისუფლების ჩვენი საერთო ღირებულებები განხილვას არ ექვემდებარება“, - აღნიშნავს ამერიკელი სენატორი.

ინფორმაციისთვის, აშშ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტ პირდაპირ დახმარებას აჩერებს. კერძოდ, როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგად, შეერთებული შტატები 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას აჩერებს, რომელიც პირდაპირ სარგებელს მოუტანდა საქართველოს მთავრობას.

ენტონი ბლინკენი განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და ტყუილის შემცველი განცხადებები არ შეესაბამება ევროკავშირსა და ნატოში წევრობის ნორმებს.

ამასთან, სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომელთაც სარგებელი მოაქვთ ქართველი ხალხისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის