ხე-ტყით უკანონო სარგებლობასა და უკანონო ჭრებზე არსებული სანქციების გამკაცრება იგეგმება

მთავრობა ხე-ტყით უკანონო სარგებლობასა და უკანონო ჭრებზე არსებული სანქციების გამკაცრებას გეგმავს.

ამ მიმართულებით ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და “სისხლის სამართლის კოდექსში“ შევა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის წევრებს გააცნო.

როგორც კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განმარტა, ხე-ტყით უკანონოდ სარგებლობასთან დაკავშირებით ეჭვი არსებობს და საჭიროა პრევენციული ზომების მიღება.

კობახიძის ინფორმაციით, მთავრობა კანონპროექტს პარლამენტს უახლოეს დღეებში წარუდგენს.

“ცვლილებების თანახმად, სახერხი საამქროს მიერ რეგისტრაციის მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს სანქციას - 1-დან 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთით. “სისხლის სამართლის კოდექსს“ დაემატება მუხლი, რომელიც სახერხი საამქროს ტერიტორიაზე არამარკირებული მრგვალი ხე-ტყის განთავსებას ეხება - ამ სამართალდარღვევისათვის მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იყო გათვალისწინებული. კანონპროექტით განისაზღვრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 1-დან 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით. თუ მრგვალი ხე-ტყის უკანონოდ განთავსება დიდი ოდენობით ხდება, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა 3-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთა იქნება.

გარდა ამისა, სანქციები მკაცრდება მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვასა და დამზადებაზე. ცვლილებებით ასევე დგინდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა სახელმწიფო ტყეში ან დაცულ ტერიტორიაზე მერქნიანი მცენარის დიდი ოდენობით უკანონო გაჩეხვაზე - 5-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

პასუხისმგებლობა მკაცრდება მრგვალი ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებაზე - პასუხისმგებლობა 3-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთა იქნება.

ტყე არის ის, რასაც განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ. ის ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული სიმდიდრეა, რომელიც მომავალ თაობებს უნდა შევუნახოთ. ამას ემსახურება პრევენციული ზომები, რომელიც დამუშავდა და შესაბამისს კანონებში აისახება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს