ირაკლი კობახიძე - ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს 200-ზე მეტ ოლიმპიურ გუნდს შორის იკავებს მე-14 ადგილს, რაც ჩვენი პატარა ქვეყნისთვის არის ძალიან დიდი წარმატება და მადლობა ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს ამისთვის

ახლანდელი მოცემულობით, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს 200-ზე მეტ ოლიმპიურ გუნდს შორის იკავებს მე-14 ადგილს, რაც ჩვენი პატარა ქვეყნისთვის არის ძალიან დიდი წარმატება და მადლობა ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს ამისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა კიდევ ერთხელ მიულოცა ლაშა ბექაურს ოლიმპიური ოქროს, ხოლო ტატო გრიგალაშვილს ოლიმპიური ვერცხლის მედალი. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დღეს ასევე ორი ქართველი ოლიმპიელი, ძიუდოისტი ილია სულამანიძე და მოკრივე ლაშა გურული იასპარეზებენ და მათ წარმატება უსურვა.

„ოლიმპიადაზე ჩვენი გუშინდელი გამოსვლა იყო ძალიან წარმატებული. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ლაშა ბექაურს ოლიმპიური მეორე ოქროს მედალი, ლაშა ასრულებს დაპირებას, 3 წლის წინ მან მოგვცა პირობა, რომ 3 ოლიმპიურ ოქროს მოიგებდა და მეორე ოქრო მან გუშინ უკვე მოიგო. მინდა, მივულოცო მას და მთლიანად ჩვენს ქვეყანას ეს არაჩვეულებრივი წარმატება. ასევე ტატო გრიგალაშვილს მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ოლიმპიური ვერცხლის მედალი, ახლანდელი მოცემულობით, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანას, ოლიმპიურ გუნდს შორის იკავებს მე-14 ადგილს, რაც ჩვენი პატარა ქვეყნისთვის არის ძალიან დიდი წარმატება და მადლობა ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს ამისთვის. დღეს, ჩვენი ორი ოლიმპიელი ასპარეზობს - ილია სულამანიძე ძიუდოში, ასევე მოკრივე ლაშა გურული. ორივეს აქვს ძალიან კარგი შანსები და მინდა, ორივეს ვუსურვო წარმატებები, ისევე როგორც მთლიანად გუნდს შემდეგი დღეების განმავლობაში,“- აღნიშნა პრემიერმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის