საუთპორტში მომხდარი თავდასხმის შემდეგ დაწყებულ პროტესტთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი პოლიციის ხელმძღვანელობას შეხვდება

საუთპორტში მომხდარი თავდასხმის შემდეგ დაწყებულ პროტესტთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი პოლიციის ხელმძღვანელობას შეხვდება, - ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ოფისი ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, კირ სტარმერი პოლიციის ხელმძღვანელობას მთავრობის სრულ მხარდაჭერას შესთავაზებს, მას შემდეგ რაც ქუჩებში ექსტრემისტული ძალადობისა და სამოქალაქო არეულობის არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა.

გასულ ღამეს არეულობის დროს 50-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა.

“მიუხედავად იმისა, რომ მშვიდობიანი პროტესტის უფლება ნებისმიერ ფასად უნდა იყოს დაცული, ის ხაზს გაუსვამს, რომ დამნაშავეები, რომლებიც ამ უფლებას სიძულვილის დათესვისა და ძალადობრივი ქმედებების განსახორციელებლად იყენებენ, პასუხს კანონის სრული სიმკაცრით აგებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის ქალაქ საუთპორტში არეულობა უკვე მეორე ღამეა რაც გრძელდება, მას შემდეგ, რაც ორშაბათს, ცეკვის სკოლაში დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, სამი ბავშვი დაიღუპა. სამართალდამცავებმა 17 წლის თავდამსხმელი ბიჭი დააკავეს. პოლიციას თავდამსხმელის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება არ შეუძლია, მაგრამ განაცხადა, რომ თავდასხმა ტერორიზმს არ უკავშირდებოდა და დაკავებული დიდ ბრიტანეთშია დაბადებული. პოლიციის ცნობით, არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც სოციალურ ქსელში ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, რომ თავდამსხმელი რადიკალი ისლამისტი მიგრანტია. გუშინ, ანტიიმიგრაციული საპროტესტო აქციის მონაწილეები დაუნინგ-სტრიტზე პრემიერის რეზიდენციის წინ შეიკრიბნენ და შეძახილები, „გადაარჩინეთ ჩვენი ბავშვები“ და „ჩვენი ქვეყნის დაბრუნება გვსურს“, ისმოდა.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა