სურსათის ეროვნული სააგენტო - NAMEDSPORT-ის მიერ წარმოებული პროტეინის წასახემსებელი ფილები სამომხმარებლო ბაზარზე არ განთავსებულა

იტალიური ბრენდის NAMEDSPORT-ის მიერ წარმოებული პროტეინის წასახემსებელი ფილები საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე არ განთავსებულა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო „საინფორმაციო შეტყობინება რეაგირებისთვის“, რომელიც იტალიური ბრენდის NAMEDSPORT მიერ წარმოებულ სხვადასხვა არომატის პროტეინის წასახემსებელ ფილებში ობის აღმოჩენის ფაქტს შეეხება.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო კონტროლი განახორციელა შპს „პსპ ფარმას“ (ს/კ: 202203123, მის: ქ. თბილისი, აღმაშენებლის გამზირი N148) კუთვნილ ობიექტში.

„ზედამხედველობის შედეგად დადგინდა, რომ იტალიური ბრენდის NAMEDSPORT მიერ წარმოებული სხვადასხვა არომატის პროტეინის წასახემსებელი ფილების THUNDER BAR Exotic Coconut Flavour - 50g, THUNDER BAR Exquisite Chocolate Flavour - 50g, THUNDER BARExcellent Pistachio Flavour - 50g (ვარგისიანობის ვადა 31.10.24) კონკრეტული პარტიის იმპორტი შპს „პსპ ფარმას“ არ განუხორციელებია და, შესაბამისად, აღნიშნული სურსათი საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე არ განთავსებულა. აღნიშნული დაადასტურა ბიზნესოპერატორის მიერ წარმოდგენილმა სურსათის საბაჟო დეკლარაციამ.

შპს „პსპ ფარმას“ განმარტებით, მწარმოებელ კომპანიასთან კომუნიკაციით ცნობილი გახდა, რომ შეტყობინება იტალიური ბრენდის NAMEDSPORT მიერ წარმოებულ სხვადასხვა არომატის პროტეინის წასახემსებელ ფილებში ობის აღმოჩენის შესახებ გაიგზავნა ყველა პარტნიორი ქვეყნის მაკონტროლებელ ორგანოებთან, მიუხედავად იმისა, ხდებოდა თუ არა აღნიშნული პარტიის სურსათის იმპორტი მათთან.

მიმდინარე წლის 20 ივლისს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით, მიიღო „საინფორმაციო შეტყობინება რეაგირებისთვის“, რომელიც იტალიური ბრენდის NAMEDSPORT მიერ წარმოებულ სხვადასხვა არომატის პროტეინის წასახემსებელ ფილებში ობის აღმოჩენის ფაქტს შეეხება.

იტალიის კომპეტენტური ორგანოს მიერ ბიზნესოპერატორთან - NAMEDSPORT განხორციელებული სახელმწიფო კონტროლისას, სხვადასხვა დასახელების პროტეინის ფილაში - THUNDER BAR Exotic Coconut Flavour - 50g, THUNDER BAR Exquisite Chocolate Flavour - 50g, THUNDER BARExcellent Pistachio Flavour - 50g (ვარგისიანობის ვადა 31.10.24) აღმოჩნდა ობი. შეტყობინებაში ასევე აღნიშნულია, რომ მწარმოებელმა მყისიერად გაააქტიურა ზემოაღნიშნული სურსათის ბაზრიდან გამოთხოვის პროცედურები. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული დასახელების სურსათის - პროტეინის ფილების იმპორტი საქართველოში 2023 წელს, შპს „პსპ ფარმას“ მიერ განხორციელდა“, -ნათქვამია ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს