სოფო ხორგუანი პროკურატურას ასპინძაში, ყორღანის დაზიანების ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებს

ყორღანი მძიმე ტექნიკით გაანადგურეს, გვერდიდან არის ეს ყორღანი გამოთხრილი. ჩვენ ვერასოდეს ვერ გავიგებთ, რა დავკარგეთ, - ამის შესახებ იურისტმა სოფო ხორგუანმა, მედიაცენტრ "მთავარში", ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ასპინძის მუნიციპალიტეტში ისტორიული ყორღანი, მძიმე ტექნიკით განადგურდა და პროკურატურას გამოძიების დაწყებისა და დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემისკენ მოუწოდებს.

"ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახჩის მიმდებარედ არის ყორღანები. რამდენიმე ყორღანი 70-იან წლებში გაიხსნა და საინტერესო აღმოჩენები იქნა ნანახი, მაგრამ რამდენიმე ყორღანი არ იყო გახსნილი. ერთ-ერთი ასეთი ყორღანი მძიმე ტექნიკით გაანადგურეს, გვერდიდან არის ეს ყორღანი გამოთხრილი. ეს არის მტკვარ-არაქსის კულტურის ნაწილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენების ადგილია. ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ ის კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც იმ ტერიტორიაზეა, დაუცველია. ამ ყორღანს აღარაფერი ეშველება. წინა წლებში მუნიციპალიტეტი ამ ადგილებს ათვალიერებდა და მონიტორინგს ახორციელებდა. ჩემი მიმართვა არის პროკურატურისა და კულტურის სამინისტროსთვის, რომ ამ ფაქტის გამოძიება დაიწყოს. შავი არქეოლოგია ყვავის ჩვენთან, განუკითხაობაა. საჯაროდაც გამომაქვს ინფორმაცია, რომ რეაგირება მკაცრი იყოს.

სამწუხაროდ, ეს ერთეული ფაქტი არ არის. ჩვენ ვერასოდეს ვერ გავიგებთ თუ რა დავკარგეთ," - განაცხადა სოფომ ხორგუანმა.

კიდევ ერთი სამოქალაქო აქტივისტის, ვიკა ფილფანის თქმით კი, საქართველოში ძეგლთა შეგნებულად დაზიანების შემთხვევები ხშირია.

მისი შეფასებით, სახელმწიფოს ჩართულობით, საქართველო შესაძლოა არქეოლოგიისა და მეცნიერების ცენტრი გახდეს.

"ეს ფატიც შემთხვევით, ადგილობრივი მოსახლეობისგან გავიგეთ. საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, რომ არქეოლოგიისა და მეცნიერების ცენტრი გახდეს, თუნდაც რეგიონში. სახელმწიფო თუ არ გაუფრთხილდა ეროვნულ მემკვიდრეობას და იმას, რაც ჩვენს თვითმყოფადობას აღწერს, მაშინ ამ ყველაფერზე საუბარი სისულელეა. საქართველოში დღეს კულტურული მემკვიდრეობა ნადგურდება და ხშირად შეგნებულად. გამოსავალი არის იმაში, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ეს საქმე გამოიძიონ და ამ დანაშაულის ჩამდენი პირები შესაბამისად დაისაჯონ. სახელმწიფომ უნდა აიღოს ვალდებულება, რომ მსგავსი ფაქტები აღარ მოხდეს. საქართველოს არ აქვს დასაკარგი ძეგლები. ჩვენ გვინდა, რომ ევროპული ოჯახის ნაწილი გავხდეთ, ამიტომ მნიშვნელოვანია ის იდენტობა და კულტურა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ამიტომ ჩვენ ამ ყველაფერს უნდა გავუფრთხილდეთ," - განაცხადა ვიკა ფილფანმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება