ლევან დავითაშვილი - ევროინტეგრაციის პროცესი და ამ მიმართულებით მუშაობა არცერთი წამით არ შეჩერებულა - ქვეყანა მიჰყვება დასახულ გეგმებსა და ამოცანებს

ევროინტეგრაციის პროცესი არ შეჩერებულა - ქვეყანა მიჰყვება დასახულ გეგმებსა და ამოცანებს, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ჟურნალისტებს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველო თანმიმდევრული პოლიტიკით და მწყობრი ნაბიჯებით, პარტნიორებს დაარწმუნებს, რომ ევროკავშირში წევრობას იმსახურებს.

„ევროინტეგრაციის პროცესი არ შეჩერებულა. მაქვს ყოველდღიური ინფორმაცია DCFTA-ის ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ. მუშაობს თითოეული გადაწყვეტილება, რომელსაც სამინისტროები იღებენ, ანუ თითოეული ახალი პოლიტიკის დოკუმენტი და ინიციატივა სრულად თანხვედრაშია და მიყვება ჩვენს სამოქმედო გეგმას DCFTA-სთან დაკავშირებით. საქართველო საკუთარი კანონმდებლობის აპროქსიმაციას ახდენს, საქართველო საკუთარ პოლიტიკას ევროკავშირთან აახლოებს. ეს არის უწყვეტი პროცესი, რომელიც საბოლოოდ მოგვცემს საშუალებას, ჩვენ ევროკავშირში გავწევრიანდეთ. ევროინტეგრაციის პროცესი არის კომპლექსური პროცესი, რომელიც მოიცავს ბევრ მიმართულებას. ძირითადად ეს პროცესი გულისხმობს იმას, რომ ქვეყანა თავისი პოლიტიკითა და ინსტიტუციური შესაძლებლობებით შესაბამისობაში მოვიდეს ევროკავშირის ინსტიტუციურ და პოლიტიკურ მოთხოვნებთან. ამ მიმართულებით მუშაობა არცერთი წამით არ შეჩერებულა. ქვეყანა მიჰყვება დასახულ გეგმებსა და ამოცანებს.

როცა ჩვენი პარტნიორები საუბრობენ, რომ ჩვენ შეჩერებული გვაქვს პროცესი, საუბარია იმაზე, რომ მათი მხრიდან გარკვეული პროცესები დღეს შეიძლება არის ან შეჩერებული, ან გადახედვის რეჟიმში. იმედი მაქვს, ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკით, როგორც არაერთხელ გვიჩვენებია საზოგადოებისთვის, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ჩვენი მწყობრი ნაბიჯებით, იმით, რომ ჩვენ ვართ ინტეგრაციის პროცესის ერთგულნი, პარტნიორებს დავარწმუნებთ, რომ საქართველო ევროკავშირში წევრობას იმსახურებს და ეს პროცესი დაუბრუნდება იმ კალაპოტს, რა კალაპოტშიც მიმდინარეობდა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე