მაია კოპალეიშვილი - სასამართლო კლანი და მისი მფარველი „ქართული ოცნება“ უხეშად არღვევს ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციურ უფლებას

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განკარგულება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ, შეაჩერა. ჩვენი კოალიცია მიიჩნევს, რომ ამ მოქმედებით სასამართლო კლანი და მისი მფარველი „ქართული ოცნება“ უხეშად არღვევს ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციურ უფლებას, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მაია კოპალეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

კოპალეიშვილის განმარტებით, სასამართლომ კონსტიტუციით გარანტირებული ხელისუფლებათა ბალანსი დაარღვია და საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილება მიითვისა.

„საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნის შესახებ, პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა და საერთო სასამართლოს კომპეტენციას არ წარმოადგენს. შესაბამისად, სასამართლო გავიდა კონსტიტუციური წესრიგიდან, დაარღვია კონსტიტუციით გარანტირებული ხელისუფლებათა ბალანსი და საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილება მიითვისა.

სრულიად შესაძლებელია, რომ მომავალში ნებისმიერი, საკითხი, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და კონსტიტუციით განმტკიცებული სამართლებრივი წესრიგის დაცვას მოემსახურება, სასამართლოს შეუძლია უკანონოდ გააუქმოს და ამის წინააღმდეგ ვერავითარი ლეგიტიმური მექანიზმი ვერ იქნება გამოყენებული, რის წინაშეც ჩვენ ახლა დავდექით.

შექმნილი ვითარება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სასამართლო ხელისუფლება ღრმა კრიზისშია, ყოვლისმომცველ რეფორმას საჭიროებს, რაც განსაზღვრულია პრეზიდენტის ქართული ქარტიით, რომელსაც ჩვენმა კოალიციამ ხელი მოაწერა და მის სრულად შესრულებას 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ვგეგმავთ“, - განაცხადა კოპალეიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი