ოთარ შამუგია - ხე-ტყის უკანონო მოპოვება რჩება გამოწვევად, აქედან გამომდინარე მომზადდა ეს საკანონმდებლო ცვლილებები

უკანონო ტყითსარგებლობაზე სანქციები მკაცრდება. აღნიშნულ საკითხზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტროს მიერ მომზადებული სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებების მიზანი, ხე-ტყით უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებით არსებული პასუხისმგებლობის ზომების გამკაცრებაა.

„პრემიერ-მინისტრის დავალებით მოვამზადეთ კანონპროექტი სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებების შესახებ, რომელიც პრევენციის მიზნით, ხე-ტყის უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ სატყეო სექტორში კომპლექსური რეფორმა დავიწყეთ, რომლის საფუძველიც იყო ახალი ტყის კოდექსის მიღება. დღეს 54-მდე საქმიანი ეზო ფუნქციონირებს სატყეო სააგენტოში, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა კატეგორიის მერქნული რესურსის მოსახლეობისთვის მიწოდებას. პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ჩვენ დავასრულეთ ტყის ეროვნული აღრიცხვა. ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ტყის აღდგენისა და გაშენების ღონისძიებები. 4 ათას ჰექტარზე მეტი ფართობია უკვე მოცული და პროცესი მომდევნო წლებშიც გეგმის მიხედვით გაგრძელდება. ასევე, მნიშვნელოვნად გაძლიერდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს შესაძლებლობები. თუმცა, ხე-ტყის უკანონო მოპოვება მაინც რჩება გამოწვევად. აქედან გამომდინარე მომზადდა ეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვება, სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნის დარღვევა, სახერხი საამქროს ტერიტორიაზე არამარკირებული ხე-ტყის აღმოჩენა და ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირება. ჩვენი მიზანი არის უკანონო ტყითსარგებლობის პრევენცია და ვფიქრობთ, ეს კანონპროექტი ამას ხელს შეუწყობს. როგორც პრემიერმა განაცხადა, კანონპროექტი გადაეგზავნება პარლამენტს და პარლამენტის მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია