ბექა დავითულიანი - არჩევნებამდე კიდევ მეტი რამე შეიძლება შეჩერდეს, ყველაფერს აკეთებენ, რომ ოპოზიციის წისქვილზე დაასხან წყალი - ეს არის სასჯელი იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყურმოჭრილი მონის როლი არ ითამაშა

არჩევნებამდე კიდევ მეტი რამე შეიძლება შეჩერდეს, რათა წინასაარჩევნოდ შეიქმნას დაძაბულობის განცდა - ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ოპოზიციის წისქვილზე დაასხან წყალი და ეს ყველაფერი არის სასჯელი იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყურმოჭრილი მონის როლი არ ითამაშა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ამერიკის მიერ საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ყველაფერი მზადდება იმისთვის, რომ აქ რევოლუციური განცდები შეიქმნას, რასაც სახელმწიფოს მხრიდან კონსტიტუციური რეაგირება მოჰყვება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.

"95 მლნ დოლარი ახლა შეაჩერეს ქართული სახელმწიფოს დასახმარებლად, მაგრამ მე გეუბნებით, რომ მეტი მოხდება არჩევნებამდე პირიქით, იმიტომ, რომ წინასაარჩევნოდ შეიქმნას დაძაბულობის განცდა. კიდევ უფრო მეტ რამეს გავიგებთ და კიდევ მეტი რამე შეიძლება შეჩერდეს. როდესაც დასრულდება არჩევნები და დასრულდება იმ შედეგით, რომელსაც ველით, ყველანი ხელახლა დავიწყებთ საუბარს. მანამდე, გაცხადებულია ბევრი საერთაშორისო აქტორის მხრიდან, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ოპოზიციის წისქვილზე დაასხან წყალი და ეს ყველაფერი არის სასჯელი იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყურმოჭრილი მონის როლი არ ითამაშა გასული თვეების განმავლობაში.

ყველაფერი მზადდება იმისთვის, რომ აქ რაღაც რევოლუციური განცდები შეიქმნას. ამ რევოლუციური განცდების შექმნას მოჰყვება, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან კონსტიტუციური რეაგირება და ყველაფერს დარქმევა თავისი სახელი. ვნახოთ, ბოლოს ვისი აჯობებს. მე გეუბნებით, რომ აჯობებს ჩვენი და ყველას მოუწევს ამასთან შეგუება," - განაცხადა დავითულიანმა.

ცნობისთვის, აშშ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტ პირდაპირ დახმარებას აჩერებს. კერძოდ, როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგად, შეერთებული შტატები 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას აჩერებს, რომელიც პირდაპირ სარგებელს მოუტანდა საქართველოს მთავრობას.

ენტონი ბლინკენი განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და ტყუილის შემცველი განცხადებები არ შეესაბამება ევროკავშირსა და ნატოში წევრობის ნორმებს.

ამასთან, სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომელთაც სარგებელი მოაქვთ ქართველი ხალხისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა