ნინო წილოსანი - ბიძინა ივანიშვილი იყო და არის საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჯანსაღი სამოქალაქო სექტორის განვითარების გარანტი - ჰილარი კლინტონისადმი 12 წლის წინ მიწერილი წერილი თუ ნებისმიერი მისი მოქმედება, სწორედ ამ პრინციპებს და საქართველოს ინტერესებს ემსახურება

ბიძინა ივანიშვილი იყო და არის საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჯანსაღი სამოქალაქო სექტორის განვითარების გარანტი და ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს თავისი საქმიანობით და შესაძლებლობებით, რომ სახელმწიფომ, მათ შორის, ამ პრინციპებით იფუნქციონიროს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა, განაცხადა.

წილოსანი გამოეხმაურა 2012 წელს, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ჰილარი კლინტონისთვის მიწერილ წერილს, რომელიც მისი თქმით, დღეს, "რადიკალური ოპოზიციის მიერ გააქტიურდა".

როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის ნებისმიერი ქმედება, მათ შორის კლინტონისთვის მიწერილი წერილი, საქართველოს ინტერესებს და ჯანსაღი სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას ემსახურება, რომელსაც აგენტურასთან საერთო არაფერი აქვს.

"მისი [ბიძინა ივანიშვილის] ჰილარი კლინტონისადმი 12 წლის წინ მიწერილი წერილი იქნება თუ ნებისმიერი მისი გამოსვლა, მიმართვა თუ მოქმედება, სწორედ ამ პრინციპებს ემსახურება, ემსახურება საქართველოს ინტერესს და სწორედაც რომ საქართველოს ინტერესშია, ჩვენ გავაძლიეროთ ჯანსაღი სამოქალაქო სექტორი და არა ის აგენტურა, რომელიც ახლა ყველაზე ხმამაღლა ყვირის. ჯანსაღი სამოქალაქო სექტორი, არანაირად არ უკავშირდება აგენტურას." - აღნიშნა წილოსანმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს