გურამ მაჭარაშვილი - სამოქალაქო საზოგადოების ასეთი ახირებული პროტესტი ჰგავს აბიტურიენტი რომ გაბრაზდება და იტყვის, მისაღებ გამოცდებს არ ჩავაბარებო - არ დარეგისტრირდებიან და ნუ დარეგისტრირდებიან, იხადონ ჯარიმები

სამოქალაქო საზოგადოების ასეთი ახირებული პროტესტი დაახლოებით ჰგავს აბიტურიენტი რომ გაბრაზდება და იტყვის, მისაღებ გამოცდებს არ ჩავაბარებო. არ ჩააბარებს და ვერ ჩაირიცხება. არ დარეგისტრირდებიან და ნუ დარეგისტრირდებიან, იხადონ ჯარიმები, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ლიბერალური მიდგომაა და არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები, ვინც უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად არ დარეგისტრირდება, დაჯარიმდება.

"არსებობს კანონი, რომელიც ჯარიმას ითვალისწინებს. იხადონ ის ჯარიმები, სხვა სანქციები არ გვაქვს, განსხვავებით მართლა იმ "რუსული კანონისგან", სადაც სანქციებია გაუქმებაზე. ჩვენთან ლიბერალური მიდგომაა და ვინც არ დარეგისტრირდება, მას მითითება ექნება და თუ არ დარეგისტრირდება, დაჯარიმდება. როცა ამბიცია გაქვს, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ხარ და გინდა, საზოგადოება დააკავშირო მთავრობას, მაგრამ ამ დროს უპასუხისმგებლოდ იქცევი და ამბობ, რომ ქვეყანაში კანონმდებლობას არ დაემორჩილები, რა თქმა უნდა, შენი ისედაც განულებული რეიტინგი, აბსოლუტურად განულდება. ამბობენ, უცხოეთში წავალთ და დავრეგისტრირდებითო. ამას ვამბობთ, რომ ეს ხალხი საქართველოში უცხოურ ძალას წარმოადგენს და არა საზოგადოების ინტერესებს და ახლა თავად აღიარებენ, რომ უცხოური ძალა არიან. აი, ნახეთ, პირდაპირი აღიარებითი ჩვენება მისცეს საზოგადოებას. თუ რაიმე არ აქვთ დასამალი, რა პრობლემაა, რომ დარეგისტრირდნენ და თქვან, რა ფული დახარჯეს. პირიქით, ჩვენ ამის პიარსაც გავაკეთებთ და საზოგადოება მადლობას ეტყვის. რა აქვთ დასამალი? მაგრამ თუ გაქვს დასამალი, რომ "მოლოტოვის კოქტეილი" და ბომბები უნდა შეიძინო, რომ შემდეგ წვიმასავით გამოუშვა საქართველოში, რა თქმა უნდა, ნურას უკაცრავად, ამის უფლებას არავინ მოგცემს," - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ყველა ის ნორმა, რომელიც არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას ავალდებულებს, ძალაში დღეიდან შევიდა.

რეესტრში რეგისტრირება სავალდებულო ხდება ყველა იმ ორგანიზაციისთვის, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია