ირაკლი კირცხალია - როგორც ბიძინა ივანიშვილი, ისე ჩვენი გუნდი ზუსტად იმ სულისკვეთებით ვდგავართ დემოკრატიის და სამოქალაქო საზოგადოების სადარაჯოზე, რა პრინციპებითა და რა ღირებულებებითაც მოვედით 2012 წელს ხელისუფლებაში და ეს ასე გრძელდება

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ჰილარი კლინტონისთვის 2012 წელს მიწერილ წერილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

კირცხალია ოპოზიციას მიმართავს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ დგას „დემოკრატიის, სუვერენიტეტის და ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოების გვერდით და არა უცხო ქვეყნიდან ნაკარნახევი აგენტურული ქმედებების სადარაჯოზე და მათ დასაცავად“.

როგორც ირაკლი კირცხალია აღნიშნავს, ამ წერილში აჟიოტაჟის ასატეხს ვერაფერს ხედავს.

„გაუგებარია, რატომ მანიპულირებენ ამ წერილით. გავეცანი ამ წერილს, საზოგადოებაც გაეცნო და ჩვენ დღესაც, როგორც 2012-ში ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ისევე, როგორც ჩვენი გუნდი ზუსტად იმ სულისკვეთებით ვდგავართ ჩვენ ქვეყანაში დემოკრატიის და სამოქალაქო საზოგადოების სადარაჯოზე, რა პრინციპებითა და რა ღირებულებებითაც მოვედით 2012 წელს ხელისუფლებაში და ეს ასე გრძელდება.

ჩვენს ოპოზიციას ვეტყვი, რომ ჩვენ ვდგავართ რეალურად დემოკრატიის, რეალურად სუვერენიტეტის და ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოების გვერდით და სადარაჯოზე და არა უცხო ქვეყნის აგენტურის სადარაჯოზე და უცხო ქვეყნიდან ნაკარნახევი აგენტურული ქმედებების სადარაჯოზე და მათ დასაცავად. აქ სამანიპულირო და აჟიოტაჟის ასატეხს აბსოლუტურად ვერაფერს ვხედავ. დიახ, დღესაც ამ აზრზე და ამ პოზიციაზე ვართ ყველანი“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს