ანკარაში რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლა მოხდა - გათავისუფლებულთა სიაშია ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის ბრალდებული ვადიმ კრასიკოვი

ანკარაში რუსეთსა და დასავლეთს შორის 26 დაკავებული პირის გაცვლა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაცია (MIT) ავრცელებს.

მათი ცნობით, ეს რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის დაკავებულების “ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური” გაცვლაა, რომლის ფარგლებში 26 დაკავებული იქნა გათავისუფლებული, რომლებიც შვიდი სხვადასხვა ქვეყნის საპატიმროებში იმყოფებოდნენ - აშშ-ში, გერმანიაში, პოლონეთში, სლოვენიაში, ნოერვეგიაში, რუსეთსა და ბელარუსში.

“გაცვლის ოპერაციის ფარგლებში 10 დაკავებული, მათ შორის ორი ბავშვი, რუსეთს გადაეცა, 13 დაკავებული - გერმანიას, სამი დაკავებული - აშშ-ს”, - ნათქვამია განცხადებაში.

MIT ადასტურებს, რომ გაცვლის ფარგლებში გათავისუფლებულ იქნა რუსეთში დაკავებული Wall Street Journal-ის რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი, ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი, ბელარუსში დაკავებული გერმანიის მოქალაქე რიკო კრიგერი, რუსი ოპოზიციონერი ილია იაშინი, და გერმანიაში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის ბრალდებული “ეფესბეს” ოფიცერი, ვადიმ კრასიკოვი.

თურქული მხარე ადასტურებს, რომ ის გაცვლაში შუამავლის როლს თამაშობდა, და ასევე ახდენდა პროცესის კოორდინაციას და უზრუნველყოფდა მის უსაფრთხოებას. მათი ცნობით, პროცესის ერთ-ერთი ბოლო ეტაპი ივლისში თურქეთში შვიდი ქვეყნის წარმომადგენლების შეხვედრა იყო.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე