მედია - რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლის შედეგად ოპოზიციონერი ვლადიმირ კარა-მურზაც გათავისუფლდა

რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლის შედეგად ოპოზიციონერი ვლადიმირ კარა-მურზაც გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, რუსულ მხარეს 8 დაკავებული გადაეცა, ხოლო დასავლეთის ქვეყნებს კი 16.

კერძოდ, რუსეთის მხარისთვის გადაცემულ რუსეთის მოქალაქეებს შორის არიან: არტემ დულცევი (გათავისუფლებული სლოვენიიდან), ანა დულცევა (გათავისუფლებული სლოვენიიდან), მიხაილ მიკუშინი (გათავისუფლებული ნორვეგიიდან), პაველ რუბცოვი (გათავისუფლებული ნორვეგიიდან), რომან სელეზნიოვი (გათავისუფლებული აშშ-დან), ვლადისლავ კლიუშინი (გათავისუფლებული აშშ-დან), და ბერლინში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის ბრალდებული ვადიმ კრასიკოვი (გათავისუფლებული გერმანიიდან).

გათავისუფლებულ ამერიკელ მოქალაქეებს შორის არიან: რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი, ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი, აშშ-ისა და რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა და დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის მოქალაქე ოპოზიციონერი ვლადიმირ კარა-მურზა, რომელსაც ასევე აშშ-ში მუდმივი ბინადრობა გააჩნია.

გერმანიაში წავლენ 5 გერმანიის მოქალაქე - რიკო კრიგერი, კევინ ლიკი, პარტიკ შობელი, დიტერ ვორონინი და ჰერმან მოიჟესი, და 7 რუსი პოლიტიკური პატიმარი - ილია იაშინი, ლილია ჩანიშევა, ქსენია ფადეევა, ვადიმ ოსტანინი, ანდრეი პივოვაროვი, ოლეგ ორლოვი და საშა სკოჩილენკო.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები