საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კურსდამთავრებულს, ძიუდოისტ ილია სულამანიძეს პარიზის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორობას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების სახელით, კურსდამთავრებულს, ძიუდოისტ ილია სულამანიძეს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლის მოპოვებას ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სამრეწველო ინჟინერიის და ტექნოლოგიის ბაკალავრმა ილია სულამანიძემ პარიზის ოლიმპიადაზე გამარჯვებით საქართველოს მე-2 ვერცხლი მოუტანა.

„ახლა მსოფლიოს ყურადღება და ვნებათაღელვა პარიზის ოლიმპიადისკენ არის მიმართული. ჩვენი კურსდამთავრებულის, ძიუდოისტ ილია სულამანიძის ღირსეული გამარჯვება განუზომელი სიხარულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, მთელი ჩვენი ქვეყნისთვის! ვულოცავთ ილიას ოლიმპიურ ვერცხლს, დიდ საერთაშორისო აღიარებას და ოლიმპიელის საპატიო ტიტულს! გვჯერა, სამომავლოდ, ილია სულამანიძე ახალ მწვერვალებს დაიპყრობს, ჩვენს ქვეყანას არაერთ გამარჯვებას მიუძღვნის, გულშემატკივარს კი დაუვიწყარ სიხარულს და ბედნიერ წუთებს განაცდევინებს“, - აღნიშნავს რექტორი დავით გურგენიძე.

ძიუდოისტი ილია სულამანიძე 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. პარიზის ოლიმპიადის 1/4 ფინალურ შეხვედრაში სულამანიძემ მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონ აარონ ვულფს ვაზარით სძლია, ნახევარფინალში გადავიდა, მეტოქეობა შვეიცარიელ დანიელ აიხს გაუწია, რომელიც 11 წამში იპონით დაამარცხა, რის შემდეგაც, აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევთან შეუპოვარ ფინალურ ორთაბრძოლაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს