გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 2 აგვისტოს 07:00-დან 10:00 საათამდე დენის მიწოდება შეუწყდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში არაგვისპირი, ბიჩნიგაურები, ბოდორნა, წითელი კლდე, ჩინთი, ახალციხე, კენჭაკლდე, ვარცლა, ქვემო არანისი, მიგრიაულები და მიმდებარე სოფლებში; ხოლო 17:30-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს დაბა ფასანაურში, სოფლებში ჭართალი, წითლიანა, მენესო, ცხვედიეთი, ზანდუკი, გამსი, მაქართა, წიფორი, ჩოხი და მიმდებარე სოფლებში.

ასევე, 11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგია დროებით გაეთიშებათ აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფელ ნატახტარში. ასევე, 12:00-დან 13:00 საათამდე - მომხმარებლებს ქ. მცხეთაში გამსახურდიას, კალანდაძის, არსუკიძის, კოსტავას ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის