საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის მ/გ-ზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს

შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, კომპანია წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს, რის გამოც, 6 აგვისტოს 06:00-იდან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება დმანისის, მაშავერას, ბოსლევისა და განთიადის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს შეუწყდებათ.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტის ფარგლებში, აღნიშნული გაზსადენის 64.4-65.4 კილომეტრებზე ახლადაშენებული მონაკვეთის მოქმედ მაგისტრალში შეჭრის სამუშაოები შესრულდება.

„აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 6 აგვისტოს 06:00-იდან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ დმანისის, მაშავერას, ბოსლევისა და განთიადის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს.

კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ქალაქ დმანისსა და დმანისის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: განთიადი, ჯავახი, ბოსლევი, აზკაკლიანი, მაშავერა, დიდი დმანისი, პატარა დმანისი, ვარდისუბანი, ქვემო ოროზმანი, ზემო ოროზმანი, მთისძირი, ვაკე, ბაზაქლო, ამამლო, მამიშლო, საფარლო, ტყისპირი, ირგანჩაი, პანტიანი, დალარი, იაგუფლო, შახმარლო, კამარლო.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს