პეტრე ცისკარიშვილი - ყველაფერი არის მიზეზშედეგობრივი - თუ დასავლეთიდან დაფინანსება შეწყდა, რომელიც საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებას ემსახურება, მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლებამ მიიღო „რუსული კანონი“

ყველაფერი არის მიზეზშედეგობრივი - თუ დასავლეთიდან დაფინანსება შეწყდა, რომელიც საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებას ემსახურება, მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლებამ მიიღო „რუსული კანონი“, რომელიც სწორედ ამ ფინანსების წინააღმდეგ არის მიმართული,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერის პიტერ სტანოს განცხადებას, რომ „ევროკავშირი განიხილავს ფინანსური დახმარების შეჩერებას“.

პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, „რუსული კანონი“ სწორედ ფინანსების წინააღმდეგ იყო მიმართული.

„ყველაფერი არის მიზეზშედეგობრივი, ჩვენ ვისმენთ ამ მთავრობის მხრიდან წუწუნს, რომ დასავლეთი, შეერთებული შტატები, ევროპა ჩვენს მიმართ გაცივდა, აღარ გვემეგობრებიან, პარტნიორული ურთიერთობები შეწყვიტეს და დიახ, იმიტომ შეწყვიტეს, რომ ეს თქვენი ინიციატივით მოხდა, თქვენ მიიღეთ რუსული კანონი. ამ მიზეზის გამო დადგა შედეგი, რომელიც გამოიხატა იმაში, რომ დაფინანსება იქიდან აღარ წამოვა, რადგან სწორედ ეს კანონი არის მიმართული იმისკენ, რომ აღიკვეთოს დაფინანსება. დასავლეთიდან მოდის ფული, რომელიც ეხმარება ფერმერებს, პედაგოგებს, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს და აძლიერებს დემოკრატიას, ხელისუფლებას კი ეს არ მოსწონს, რადგან დემოკრატიის გაძლიერება მათ არ სურთ, დემოკრატიულ ქვეყანაში ხომ გაუჭირდებათ ძალაუფლების შენარჩუნება. ამიტომ რატომ უკვირთ ამ ადამიანებს, რომ ფინანსები დასავლეთიდან გაშრა? რუსული კანონიც ხომ სწორედ ამ ფინანსების წინააღმდეგ იყო მიმართული?!“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს