„საქსტატის“ ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით, რძეზე, ყველზე, კვერცხზე, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, ხილზე, ყურძენზე, თევზეულზე, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე ფასები შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით, რძეზე, ყველზე, კვერცხზე, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, ხილზე, ყურძენზე, თევზეულზე, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე ფასები შემცირდა.

ამასთან, როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფასები წინა თვესთან შედარებით, შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე, ასევ ზეთზე, ცხიმსა და პირად ჰიგიენაზე კი გაიზარდა.

„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები შემცირდა 0.7 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.24 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-6.1 პროცენტი), ხილი და ყურძენი (-2.2 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-1.6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0.6 პროცენტი), თევზეული (-0.1 პროცენტი). ამასთან, მოცემულ პერიოდში ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (3.8 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (2.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.8 პროცენტი); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 2.1 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.08 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია როგორც ტანსაცმლის (-2.1 პროცენტი), ისე ფეხსაცმლის (-1.8 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: წინა თვესთან შედარებით ფასები მომატებულია 1.4 პროცენტით, რაც 0.07 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (4.2 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (0.7 პროცენტი) და პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (0.3 პროცენტი)”- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა