ანა ნაცვლიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ნდობის მანდატი ამოწურა - ამ რუსულ ძალას ურთიერთობების გადატვირთვის არანაირი რესურსი არა აქვს არც პარტნიორ ქვეყნებთან და არც საქართველოს მოქალაქეებთან

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ნდობის მანდატი ამოწურა - ამ რუსულ ძალას ურთიერთობების გადატვირთვის არანაირი რესურსი არა აქვს არც პარტნიორ ქვეყნებთან და არც საქართველოს მოქალაქეებთან, - ეს განცხადება პარლამენტში "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა.

ნაცვლიშვილის აზრით, "ქართულ ოცნებას" ქვეყნისთვის არა თუ რაიმე სარგებლის მოტანა შეუძლია, არამედ მხოლოდ მავნებლობისა და ზიანის მომტანია.

"ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პარტნიორებთან არა თუ აღდგება ურთიერთობა, არამედ სულ სხვა ურთიერთობებზე გადავალთ. ამიტომ ხელისუფლების შეცვლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია - არსებული ხელისუფლების პირობებში გადატვირთვა არ და ვერ მოხდება!" - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება