მიხეილ სააკაშვილი - მინდა ივანიშვილს ვუთხრა: შენ უკვე ყველა რეკორდი მოხსენი - გუშინ პუტინმა და ლუკაშენკომ ბოლო პოლიტპატიმრები გაუშვეს, როდემდე უნდა გყავდეთ ციხეში მე და სხვა პოლიტპატიმრები?

შენ უკვე ყველა რეკორდი მოხსენი - როდემდე უნდა გყავდეთ ციხეში მე და სხვა პოლიტპატიმრები? - ასე მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესიდან „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს.

მისი თქმით, „მართლმსაჯულების ასეთი დაცინვა და აბუჩად აგდება საოცრებაა“.

„მართლაც საოცრებაა მართლმსაჯულების ასეთი დაცინვა და აბუჩად აგდება. თქვენ შეგიძლიათ, უსასრულოდ მასამართლოთ და მრავალი წელი გავიდეს. მე მინდა ივანიშვილს ვუთხრა: შენ უკვე ყველა რეკორდი მოხსენი. გუშინ პუტინმა და ლუკაშენკომ ბოლო პოლიტპატიმრები გაუშვეს. როდემდე უნდა გყავდეთ ციხეში მე და სხვა პოლიტპატიმრები? დღეს გორში 2 საათზე სოსო ბაბაევის პროცესია. ის პირველად მოსამართლე მოდებაძემ გაუშვა და ახლა აპირებენ, თითიდან გამოწოვილი ბრალდებით შეაბრუნონ ციხეში.

იმდენად სასაცილოები ხართ უკვე, რომ ჩვენი საარჩევნო ავტობუსის სამ მძღოლს ააღებინეს ხელი მის ტარებაზე. სამი ადამიანი და ავტობუსის მფლობელი დააშინეს. ავტობუსის რომ გეშინია, სხვა რაზე გვაქვს საუბარი?“ - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს