გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 აგვისტოს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 5 აგვისტოს 04:30-დან 04:40 საათამდე და 07:30-დან 08:30 საათამდე დენის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მისაქციელი, ცხვარიჭამია, ბურიანი, ნავდარაანთკარი, ახალუბანი, წინამძღვრიანთკარი, კოტორაანთკარი, ზაქარო, ნაოზა, აღდგომლიანთკარი, არაშენდა, გალავანი და მიმდებარე სოფლებში, ხოლო 05:00-დან 08:00 საათამდე - მომხმარებლებს მუხრანში, ძალისში, ქსოვრისში და მიმდებარე სოფლებში.

04:30-დან 04:40 საათამდე და 07:30-დან 08:30 საათამდე ელექტროენერგია დროებით გაეთიშებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭოპორტი, ახატანი, დავათი, აბანოსხევი და მიმდებარე სოფლებში; ხოლო 05:00-დან 08:00 საათამდე - აბონენტებს ქ. დუშეთში, დაბა ფასანაურში და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში.

05:00-დან 08:00 საათამდე ელენეგის შეეზღუდებათ აბონენტებს დაბა სტეფანწმინდაში და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა