შალვა პაპუაშვილი - 2 აგვისტო ბიბლიური წინასწარმეტყველის ელია თეზბიტელის ხსენების დღეა - ამ დღეს ქრისტიანები კახეთის გულში, დედოფლისწყაროში იკრიბებიან, სადაც სამლოცველო ჯერ კიდევ VI საუკუნეში არსებობდა

საქართველოში მაცხოვრის მიმართ სიყვარული ქრისტესშობამდე ჩაისახა. ამის თვალსაჩინო მაგალითია ის სახალხო სიყვარული და ტრადიციები, რაც ელია წინასწარმეტყველის მიმართ ისტორიულად არსებობდა ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ჩვენი ქვეყნის ისტორიის ასეთი მარგალიტები გვაფიქრებინებს ზუსტად, რომ ჩვენს ქვეყანას გადაშენება არ უწერია და უფლის სიყვარული კიდევ მრავალი საუკუნე დაიფარავს მას გარეშე თუ შიდა მტრებისგან.

,,საქართველოში მაცხოვრის მიმართ სიყვარული ქრისტესშობამდე ჩაისახა. ამის თვალსაჩინო მაგალითია ის სახალხო სიყვარული და ტრადიციები, რაც ელია წინასწარმეტყველის მიმართ ისტორიულად არსებობდა ჩვენს ქვეყანაში.

2 აგვისტო ბიბლიური წინასწარმეტყველის ელია თეზბიტელის ხსენების დღეა. ამ დღეს, „ელიაობას“, ქრისტიანები კახეთის გულში, დედოფლისწყაროში, მთის კალთაზე, იმ მისტიკურ ადგილას იკრიბებიან, სადაც ელია თეზბიტელის სახელობის სამლოცველოა, რომელიც ჯერ კიდევ VI საუკუნეში არსებობდა. ტაძარი თითქოს ბუნებრივად შეზრდილა მღვიმეში და დღესაც დიდებულად გადაჰყურებს კახეთის ქედებს.

წმინდა ელიას სამლოცველო ბევრჯერ გადაურჩა იმ ქარტეხილებს, რაც კახეთ-ჰერეთსა და, განსაკუთრებით, კამბეჩოვანს დასტყდომია თავს, მაგრამ ვერ გატეხა ვერც ღვთის სიყვარული, ვერც სულის სიმტკიცე და ვერც ერთგულება ტრადიციების.

ჩვენი ქვეყნის ისტორიის ასეთი მარგალიტები გვაფიქრებინებს ზუსტად, რომ ჩვენს ქვეყანას გადაშენება არ უწერია და უფლის სიყვარული კიდევ მრავალი საუკუნე დაიფარავს მას გარეშე თუ შიდა მტრებისგან”, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე