გიორგი გუგუჩიამ სოფელ რიყეში ადგილობრივებს გზის რეაბილიტაციის პროექტი გააცნო

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია სოფელ რიყეში კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სამერგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გიორგი გუგუჩიამ და მამუკა წოწერიამ რიყელებს გზის რეაბილიტაციის პროექტი გააცნეს და სოფლის ახალი რწმუნებული გიორგი ჯოჯუა წარუდგინეს.

“ხელისუფლების წარმოამდგენლებმა ადგილობრივებს გზის რეაბილიტაციის პროექტი გააცნეს, გამსახურდიას ქუჩაზე გზის რეაბილიტაციის სამუშაოებზე ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. გზის რეაბილიტაცია ორ ეტაპად განხორციელდება. აღნიშნულ ქუჩაზე აქამდე გრუნტის საფარია, 2,5 კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს 2 087 316 ლარი მოხმარდება.

სახელმწიფო რწმუნებულმა და მუნიციპალიტეტის მერმა რიყელებს სოფლის ახალი რწმუნებული გიორგი ჯოჯუა წარუდგინეს.

სოფელ რიყეში გამართულ შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია და ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე თამუნა ჯიქია ესწრებოდნენ.

სოფელ რიყეში ამჟამად საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც 75 ბავშვზეა გათვლილი. ასევე ხორციელდება რიყე-ზედა ეწერის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. სოფელი უკვე გაზიფიცირდა, მთელ რიგ ქუჩებზე მოეწყო გარე განათება. რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ინვენტარით აღიჭურვა ძალოსნობის დარბაზი. სწორედ ამ ძალოსნობის დარბაზში აღზრდილი, რიყელი ირაკლი ჩხეიძე იღებს მონაწილეობას მსოფლიო ოლიმპიადაზე. ირაკლი ჩხეიძის გამოსვლა ოლიმპიურ თამაშებზე 10 აგვისტოს არის დაგეგმილი. წარმატებებს ვუსურვებთ ირაკლის მნიშვნელოვან ასპარეზზე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია