ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კურსდამთავრებულების 4-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამა იწყება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კურსდამთავრებულების 4-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამა იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პროგრამაში ჩართვას საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქეები შეძლებენ, რომლებმაც იციან სახელმწიფო ენა და ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე ან მაგისტრატურის საფეხურზე სწავლობენ.

„2024 წლის სექტემბრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კურსდამთავრებულების 4-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამა იწყება.

პროგრამის პირობების თანახმად, მასში ჩართვას და შესაბამისად, სამინისტროსა და მის საქვეუწყებო ორგანიზაციებში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლას შეძლებენ საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქეები, რომლებმაც იციან სახელმწიფო ენა და სწავლობენ ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე ან მაგისტრატურის საფეხურზე. ასევე ისინი, ვისაც 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში უკვე დასრულებული აქვთ ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხური.

სტაჟიორთა შერჩევის კრიტერიუმად განსაზღვრულია სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრების (GPA) მაჩვენებელი და ქულათა სისტემა. გასაუბრებისას უპირატესობა მიენიჭებათ უმაღლესი მოსწრების კანდიდატებს.

პროგრამის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საქვეუწყებო ორგანიზაციებში სტაჟირებას გაივლის საქართველოს 181 მოქალაქე შემდეგი მიმართულებით. კერძოდ:

  • სამართალი - 40 პოზიციაზე;
  • ეკონომიკა - 25 პოზიციაზე;
  • ბიზნეს ადმინისტრირება - 17 პოზიციაზე;
  • მშენებლობა/ჰიდროტექნიკური მშენებლობა/სივრცითი დაგეგმარება /ურბანისტი/არქიტექტურა - 10 პოზიციაზე;
  • გეოლოგია/კარტოგრაფია - 10 პოზიციაზე;
  • ფიზიკა, ქიმია, რადიოფიზიკა, ავტომატიზაცია და მართვის სისტემები, ინჟინერი, ავტოინჟინერი, ელექტროინჟინერი - 14 პოზიციაზე;
  • ენერგეტიკა - 7 პოზიციაზე;
  • ფინანსები/აუდიტი - 8 პოზიციაზე;
  • საერთაშორისო ურთიერთობები - 6 პოზიციაზე;
  • საჯარო მმართველობა - 5 პოზიციაზე;
  • ჟურნალისტიკა, საზოგადოებრივი ურთიერთობები - 5 პოზიციაზე;
  • კავშირგაბმულობა/ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები - 4 პოზიციაზე;
  • ტრანსპორტი/ლოგისტიკა - 5 პოზიციაზე;
  • საზღვაო ნავიგაცია შტურმანის, მექანიკოსის, სანავიგაციო უსაფრთხოების სპეციალისტის/სინოპტიკოსის მიმართულებით - 5 პოზიციაზე;
  • მარკეტინგის მიმართულება - 4 პოზიციაზე;
  • ტურიზმის მიმართულება - 3 პოზიციაზე;
  • სოციალური მეცნიერებები - 2 პოზიციაზე;
  • პროგრამირება/IT სპეციალისტი - 2 პოზიციაზე;
  • ფსიქოლოგია - 1 პოზიციაზე;
  • სხვა ნებისმიერი უმაღლესი განათლების მიმართულებით - 10 პოზიციაზე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სტაჟირების მსურველებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ 2-იდან 8 აგვისტოს ჩათვლით, www.hr.gov.ge-ის მეშვეობით.

კონკურსი ორ ეტაპად წარიმართება - საბუთების გადარჩევა და გასაუბრება. კონკურსის შედეგების შესაბამისად, პროგრამაში სტაჟიორად ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უფლებამოსილი კომისია.

ანაზღაურებადი სტაჟირების ბმული - https://hr.gov.ge/?vacancyNum=47

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ასევე გამოცხადდა ანაზღაურებადი სტაჟირება საქართველოში მცხოვრები ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებისთვის, ვისაც გავლილი აქვს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო კურსი. ამ პროგრამით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სტაჟირებას გაივლის 6 პირი.

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/87257?active=1“ - ნათქვამია განცხადებაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ ევროპული სტანდარტის ფიტნეს დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება