პროფესიული უნარების სააგენტო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ექსტრაკურიკულური აქტივობების დანერგვა-განვითარებისთვის კონკურსს აცხადებს

პროფესიული უნარების სააგენტო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ექსტრაკურიკულური აქტივობების დანერგვა-განვითარებისთვის კონკურსს აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს.

„პროფესიული უნარების სააგენტო, მესამედ აცხადებს კონკურსს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ექსტრაკურიკულური აქტივობების დანერგვა-განვითარებისთვის.

განაცხადების მიღება 2 აგვისტოს დაიწყო და 9 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

კონკურსის მიზანია მრავალფეროვანი სტუდენტური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა, მონაწილეებში საკვანძო კომპეტენციების განვითარება, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა, სწავლა-სწავლების, სტუდენტური სერვისებისა და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს.

ვრცლად კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3Wsz3r3“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს