ირაკლი ფავლენიშვილი - ივანიშვილის სანქცირებულმა სასამართლო “კლანმა” პატიმრობა შეუფარდა მესამე პრეზიდენტს, მიზეზი კი ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის გამარჯვების ფორმულა, ქართველ ხალხთან ერთად, ანტიქართული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში

დღეს, ივანიშვილის სანქცირებულმა სასამართლო „კლანმა“ პატიმრობა შეუფარდა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ამის მიზეზი კი ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის გამარჯვების ფორმულა, ქართველ ხალხთან ერთად, ამ ანტიქართული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ ბრიფინგზე განაცხადა.

ფავლენიშვილის თქმით, ოქტომბრის ბოლოს მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხთან ერთად იზეიმებს „ანტიქართული რეჟიმის დამარცხებას“.

„დღეს, ივანიშვილის სანქცირებულმა სასამართლო „კლანმა“ პატიმრობა შეუფარდა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტი საკუთარ სამშობლოს ტერიტორიაზე შემოვიდა.

მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ეს ქვეყანა შეუმდგარი სახელმწიფოდან აქცია ევროპულ სახელმწიფოდ, რომელიც იყო მისაბაძი თავისი განვითარების ტემპებით. ის არის ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით არის ლიდერი თავისუფლების ბრძოლის დიდი ტალღის, რომელიც აუცილებლად დასრულდება პუტინის და მისი სატელიტების დამარცხებით. მისი ციხეში გამოკეტვის მიზეზი, მისი შეწყალების პრევენციის მიზეზი არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის გამარჯვების ფორმულა ქართველ ხალხთან ერთად ამ ანტიქართული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა მე ვპირდები ივანიშვილს და მის ბანდას, მიუხედავად იმისა, რომ თანასწორად და სამართლიანად ვერ აღიქმება გარემო, როდესაც მთავარი ოპოზიციონერი გაუგონარი ბრალდებებით არის ციხეში, მიუხედავად ამისა, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ქართველ ხალხთან ერთად აუცილებლად გაიმარჯვებს და მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხთან ერთად იზეიმებს ოქტომბრის მიწურულს ქართველი ხალხის გამარჯვებას, ანტიქართული რეჟიმის დამარცხებას და დაიწყება აღმშენებლობის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს